ახალი ამბები
ზუგდიდში ფერმერთა დღე გაიმართა (ფოტო)
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში დღეს, "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" ინიციატივით "ფერმერთა დღე" გაიმართა. სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა ფერმერებმა საკუთარი პროდუქცია გამოფინეს, გაიმართა დეგუსტაცია და გაყიდვა. ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი დღის მთავარი მიზანი ფერმერების პოპულარიზაცია და მათი საქმიანობის ხელშეწყობაა.

alt


„დადიანების სასახლის ეზოში ამ ღონისძიების გამართვას ერთგვარი  დატვირთვა აქვს. სამეგრელოდან კი სტარტი იმიტომ ავიღეთ, რომ 60 პროცენტი დასავლეთის ფერმერების სამეგრელოდანაა. მთავარია, რომ მათი შრომა დავაფასოთ“, - აღნიშნა ზამბახიძემ.

თავად ფერმერებმა ორგანიზატორებს  მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები მათი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის და შემოსავლის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია.

alt

ღონისძიებას 600-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის, სხვადასხვა სექტორში წარმოდგენილი ფერმერები მთელი საქართველოდან დაესწრენენ. დღეს დადიანების სასახლის ეზოში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და სხვადასხვა სექტორული ასოციაციების წარმომადგენლები.


alt

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ დღევანდელი დღის მნიშვნელობასა და სოფლის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება. 

alt

„ფერმერებთან ურთიერთობა უცხო არ არის ჩემთვის. ქვეყნის განვითარება ეს არის სოფლის გაძლიერება, რეგიონების გაძლიერების შემთხევევაში კი მივიღებთ ჩვენ განვითარებულ და წარმატებულ ქვეყანას“, - დასძინა მოწერელიამ.

გიორგი გახარიამ ფერმერებს მიმართა და თქვა, რომ სახელმწიფო სწორედ მათ საქმიანობაზე დგას.

alt

„ეს ქვეყანა დგას თქვენზე ერთმნიშვნელოვნად და რაც უფრო სწრაფად გაიაზრებთ ამას თქვენ, მით უფრო სწრაფად გაიაზრებას ამას გადაწყვეტილების მიმღები პირები. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ყოველდღიური კეთილდღეობა დამოკიდებულია თქვენზე, თქვენს შრომაზე და იმ ადამანებზე, რომლებსაც თქვენ ასაქმებთ. მინდა ერთმნიშვნელოვნად მივულოცო ეს დღე ნინოს (ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე-ავტ.) უდიდესი მიღწევაა, რომ ნინომ შექმნა ასე სტრუქტურირებული, სოციალურად ორგანიზებული ფერმერების ჯგუფი, რომლებმაც იციან რა უნდათ, რა მიზნები აქვთ და რას მიაღწევენ. მომავალი წლები იქნება შრომის, განათლების და ღირსეული საქმეების კეთების წლები, რომელმაც შედეგი უნდა მოუტანოს საქართველოს“, - მიმართა გიორგი გახარიამ ფერმერებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კი აღნიშნა, სოფლის მეურნეობის საფუძველი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა.

alt

„ძალიან მნიშვნელოვანი დღე და პლატფორმაა იმისთვის, რომ ფერმერები ერთმანეთს შეხვდნენ. გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება და ჩვენ, როგორც მთავრობას ის პრობლემები, რაც მათ აქვთ და ვიზეიმოთ ის წრმატებები, რომლებსაც მათ მიაღწიეს. სოფლის მეურნეობა და ფერმერები, როგორც სოფლის მეურნეობის საფუძველი, ძალიან მნიშვნელოვანი სტარატეგიული მიმართულებაა. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო განვითარდეს და გაძლიერდეს. ჩვენ უნდა გავხდეთ ერთ-ერთი ექსპორტიორი ქვეყანა სოფლის მეურნეობის პროდუქციის“, - განაცხადა ქობულიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ფერმერებსა და ფერმერთა ასოციაციას მათი გაწეული შრომისა და საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს არის მნიშვნელოვანი და ლამაზი დღე, ძალიან კარგი ტრადიცია, რომელიც ფერმერებს აძლევს სტიმულს, რომ დაფასდეს მათი სამუშაო და ერთმანეთს გავუზიაროთ წარმატების მაგალითები. თითოეულ ფერმერს მათი გაწეული შრომისთვის და ფერმერთა ასოციაციას იმისთვის, რომ ასეთ გარემოში არის ამ ყველაფრის აღნიშვნა, მინდა მადლობა გადავუხადო“, - თქვა დავითაშვილმა.

alt


დღესვე ფერმერთა ასოციაციამ პროექტის პრეზენტაცია გამართა და 23 ნომინაციაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ფერმერები დააჯილდოვა.

alt

ფერმერის დღე 2015 წლიდან ყოველ 20 ნოემბერს აღინიშნება. მომავალ წელს აღნიშნული ღონისძიება შიდა ქართლში გაიმართება. ფერმერთა დღე ზუგდიდში გალა კონცერტით დასრულდა.

ამავე თემაზე:

გიორგი გახარია ფერმერებს: ეს ქვეყანა დგას თქვენზე



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.