ახალი ამბები
თენგო ჯგუშია: ია კერზაიას გარდაცვალება საზოგადოების კისერზეა
მოძრაობის "სამეგრელოს ხმა" ხელმძღვანელი და ყოფილი დეპუტატი თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. მისი შეფასებით, კერზაიას გარდაცვალება საზოგადოების სინდისზეა, რომელმაც, მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ზუგდიდში არსებული სიტუაცია არ გააპროტესტა და ამით საშუალება მისცა ხელისუფლებას, რომ სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, განათლების სისტემის პოლიტიზირება მოეხდინა. გარდა ამისა, ჯგუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე სკოლის დირექტორებს მოუწოდა გააპროტესტონ მეექვსე სკოლაში მომხდარი ინციდენტი.

„ია კერზაიას გარდაცვალება არის ხელისუფლებისა და საზოგადოების კისერზე და მათი პასუხისმგებლობა, სწორედ მათი, ვინც ხელის ჩამორთმევით ხვდებოდა წინასაარჩევნოდ ზუგდიდში მყოფ შს მინისტრს. გამორჩეულმა პროფესიონალმა პედაგოგმა, განათლების სისტემის მენეჯერმა და ღირსეულმა წარმომადგენელმა ია კერზაიამ შექმნა მონური მორჩილების მოთხოვნაზე ღირსებით პროტესტის სასწაული პრეცენდენტი, რაშიც გადაიხადა სიცოცხლე. ზვარაკად მიიტანა საკუთარი სოცოცხლე საზოგადოების გამოსაფხიზლებლად, თუმცა ესეც ვერ გამოაფხიზლებს ამ საზოგადოებას“, - თქვა ჯგუშიამ.

მან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატებს მიმართა და აღნიშნა, რომ არცერთ მათგანს საჯაროდ აღნიშნული ფაქტის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

„არ მინახავს განათლების სისტემის წარმომადგენლების ერთობლივი განცხადება, ერთი დაინტერესებული პოლიტიკური ჯგუფის გარდა, ვერ ვნახე თავისუფალი ჯგუფების პროტესტი. ყველას ჯერ კიდევ პირში წყალი აქვს ჩაგუბებული და განგაშის ზარების ჩამოკვრა ვერ ვნახე. ვერც დირექტორებმა, ვერც რესურსცენტრმა ვერ დაიცვა კერზაია, როცა მან გამოთქვა პროტესტი“, - დასძინა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა.

თენგიზ ჯგუშიამ ასევე თქვა, რომ განათლების სისტემა ყველა ხელისუფლების დროს პოლიტიზირებულია, დირექტორები და პედაგოგები კი პოლიტიკური მანიპულაციების იარაღები არიან.

„მე მივმართავ მშობლებს, რომ მოსთხოვონ დირექტორებს, არ გაეკარონ არჩევნებს და დაკავდნენ მხოლოდ აღმზრდელობითი პროცესით. დირექტორებს კი მოვუწოდებ, შეიკრიბეთ, დათმეთ თანამდებობები და დაუდექით გვერდით კერზაიას ხსოვნას“, - აღნიშნა თენგიზ ჯგუშიამ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაში განათლების სამინისტროს ადანაშაულებს და შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყებას სთხოვს.ია კერზაია 9 დეკემბერს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

აღნიშნულ სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური გასული თვის შუა რიცხვებში შევიდა. უწყების ინფორმაციით, სკოლაში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, რომელთა შორის არის როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური გადაცდომები. თავად დირექტორი, ია კერძაია გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებდა და სამართლებრივად ბრძოლას აპირებდა. განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ კი აღნიშნა, რომ სკოლას პოლიტიკაში რთავენ. აბულაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტროს დირექტორი არ გაუთავისუფლებია და ინსპექტირების შემდეგ დასკვნა მოამზადა.

ამავე თემაზე:

მარიან ჯაში ადასტურებს, რომ მას ია კერზაიამ შეტყობინება გაუგზავნა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.