ახალი ამბები
ზუგდიდში საცურაო აუზის პროექტირებაზე მუშაობა დაიწყო
ზუგდიდში, ყოფილი კომკავშირის პარკის ტერიტორიაზე საცურაო აუზის პროექტირებაზე შპს „კარკასმა“ მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ომპანიის ინჟინერმა იოსებ თავაძემ უთხრა. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა მუნიციპალური ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. აუზის პროექტირებაზე კი ფონდი 246 ათას ლარამდე დახარჯავს.

„კარკასთან“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 26 ნოემბერს დაიდო.  დოკუმენტის მიხედვით, პროექტირება ხუთ ეტაპს მოიცავს და ის, სავარაუდოდ, 2019 წლის გაზაფხულზე უნდა იყოს მზად, თუმცა დავაძემ გვითხრა, რომ ეს ზუგდიდის მერიასა და შემსყიდველზეა დამოკიდებული.

„ჩვენ ჩავეტევით იმ ვადებში, რომელიც ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული, თუმცა გააჩნია, რა ვადებში გამოგვიგზავნიან ყველა ეტაპზე შენიშვნებს, რეკომენდაციებსა და კომენტარებს“, - აღნიშნა დავაძემ.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საცურაო აუზის შენობაში უნდა განთავსდეს დახურული საცურაო აუზი, ტრიბუნები და საჭყუმპალაო.

„საცურაო აუზი დაპროექტდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რეკომენდირებული სიგრძე უნდა იყოს 50 მეტრი, სიგანე 25 მეტრი (გარე ზომა 56/30), სიღრმე საშუალოდ 2 მეტრი. საჭყუმპალაოც უნდა დაპროექტდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რეკომენდირებული ზომებია 10 მეტრი 16 მეტრზე (გარე ზომა 14/20), (სიმაღლე საშუალოდ 0.6-0.8მ), ტრიბუნები 500 სკამით“, - აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

ევროსტანდარტების სპორტკომპლექსის და საცურაო აუზის აშენების შესახებ პირველი განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 27 ივნისს, ზუგდიდში გააკეთა. მისივე თქმით, ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც მთავრობა მსგავს პროექტს განახორციელებს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში აუზი შესაძლოა შპს "კარკასმა დააპროექტოს

ბახტაძე: ზუგდიდში საცურაო აუზს ავაშენებთ




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.