ახალი ამბები
ზუგდიდში გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან მისმა თანამოაზრეებმა, მხარდამჭერებმა და გულშემატკივრებმა აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიება და სამართლიანობის აღდგენაა.

„ჩვენი მოთხოვნაა გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება, მკვლელობისა და დამკვეთების დასჯა. კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს. ბოლომდე მხარს ვუჭერთ ძმებ გამსახურდიებისნ მოთხოვნას“, - თქვა ეროვნული გვარდიის ყოფილმა სარდალმა ლოთი ქობალიამ.

alt
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერით: „გამსახურდიების მოთხოვნა სამართლიანია“, „ზუგდიდი მხარს უჭერს გამსახურდიების მოთხოვნას“.
alt
მათ გამსახურდიას ძეგლთან სანთლებიც დაანთეს.
alt
„1992 წლიდან ვინც ხელს უშლის გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას, ყველა უნდა გასამართლდეს. რაც შეეხება ხანდაზმულობას, ეს არ უნდა ეხებოდეს სახელმწიფო მოღვაწის საქმეს“, - აღნიშნა ვლადიმერ ქარდავამ.
შეკრებილების ინფორმაციით, აქცია სოციალურ ქსელში სპონტანურად დაიგეგმა და საჭიროების შემთხვევაში, აქციებს კიდევ გამართავენ.


ამავე თემაზე:

პრეზიდენტი გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებას ითხოვს

ზვიად გამსახურდიას შვილები მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით შიმშილობას იწყებენ


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.