ახალი ამბები
ზუგდიდის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საშობაო წირვა არ ჩატარდება
ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, რომელიც შობას უნდა გახსნილიყო, ამ დრომდე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ეკლესიის წინამძღოლმა მამა მალხაზ ჭანტურიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, იატაკის გამოსაცვლელად შესაბამისი ქვის ჩამოტანა დროულად ვერ მოხერხდა, რის გამოც ტაძრის გახსნა დაგვიანდა. მისივე ინფორმაციით, სამუშაოებს, სავარაუდოდ, კიდევ ერთ თვეზე მეტი დასჭირდება.

„იატაკისთვის ქვა, პირველი ჩამოტანა ჩამოიტანეს, თუმცა არ იყო ხარისხი შესაბამისობაში და უკან დავაბრუნეთ. ახალ ველოდებით, ისევ ხელახლა უნდა გამოგზავნონ. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია.  როგორც კი დაიგება იატაკი, ტაძარი გაიხსნება, გარდა ამისა, თბოიზოლაცია იყო დასამონტაჟებელი, რაც უკვე გაკეთებულია“, - ამბობს მამა მალხაზი.

ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სარემონტო სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ამ დროის განმავლობაში წირვა-ლოცვა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში მიმდინარეობდა.

ამავე თემაზე:

ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში წირვა-ლოცვა შობამდე არ ჩატარდება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
04 / მაისი 2024
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.