ახალი ამბები
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე: ჩვენი ქალაქი იჩაგრება, მეტს არაფერს ვიტყვი (ვიდეო)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას თქმით, ფოთი იჩაგრება და ამაზე ყურადღება უნდა გამახვილდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია, დაითვალოს, რამდენი იხარჯება ქალაქებში ერთ სულ მოსახლეზე დედაქალაქთან შედარებით. ეს განცხადება მან დღეს ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში დეცენტრალიზაციის პროექტზე საუბრისას გააკეთა.

„როგორ ავუხსნა თანაქალაქელებს, რომ ის, რაც ფოთშია, საერთო დოვლათია კი ბატონო, მაგრამ აბა, დავითვალოთ, ერთ სულ მოსახლეზე დედაქალაქში რამდენი იხარჯება, და ფოთში რამდენი? კანონს ვინც წერს, ტრანსფერზე, დღგ-ზე - ეს მოცემულებაც უნდა დავუდოთ და პრობლემიდან გამოსავლის გასაღებიც ესაა. არ მინდა, ემოციებში გადავიდე, მაგრამ ქალაქი იჩაგრება, მეტს არაფერს ვიტყვი. მადლობელი ვართ რეგიონული განვითარების ფონდის, მაგრამ უბრალოდ, ფინანსთა სამინისტრო ყველაზე ბოლოს უნდა ჩაერთოს ამ საკითხებში. ვისაუბრებთ ამ საკითხზე, მივიღებთ სტრატეგიას, მაგრამ ფოთში თანხები ისევ არ იქნება. მაშინ, ალბათ, არც ვიქნები საკრებულოს თავმჯდომარე, მაგრამ ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი. რას ვაკეთებთ ჩვენ? ველოდებით სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რომელიც მოითხოვს ცენტრალური ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს?“- აღნიშნა კაკულიამ.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ქალაქს, რომელსაც პორტი და კოლხეთის ეროვნული პარკი აქვს, სპეციფიური საჭიროებები გააჩნია.

„უნდა მიეცეს ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალება, რომ დააწესოს მოსაკრებლები. არავითარი ფინანსური სარგებელი ჩვენი ქალაქისთვის არ აქვს არც პორტს და არც კოლხეთის პარკს. ძალიან კარგია ასეთ სტრატეგიაზე მუშაობა, მაგრამ აუცილებელია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, არასამთავრობოებს და აქ დასაქმებულებს ვკითხოთ აზრი, რათა სამომავლოდ ცენტრზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები“, - თქვა ფარეშიშვილმა.



შეხვედრას, რომლის ორგანიზატორი ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ორგანიზაციაა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან
თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონებში, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.



ამავე თემაზე:

ზუგდიდში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა მიმდინარეობს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.