ახალი ამბები
ზუგდიდის ინფექციურ საავამდყოფოში წითელას ვირუსით 8 პაციენტი მკურნალობს
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ინფექციონისტის ლალი დარახველიძის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, სულ 8 ადამიანი მკურნალობს. მისივე თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დარახველიძემ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ იანვრის თვეში სულ საავადმყოფოს წითელას ვირუსით 70-მდე ადამიანმა მიმართა.

რაც შეეხება ვაქცინაციას, ააიპ ზუგდიდის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორმა ნანა ოდიშარიამ გვითხრა, რომ უფასო აცრა წითელაზე ზუგდიდში ბოლო ორი დღის განმავლობაში 16-მა პირმა ჩაიტარა.

„სულ სამეგრელოში უფასო ვაქცინაცია 40-მდე ადამიანმა გაიკეთა, თუმცა, ველოდებით, რომ აცრაზე მოთხოვნა გაიზრდება. ვაქცინაცია შესაძლებელია როგორც ამბულატორიებში, ასევე მისამართების მიხედვით. ბოლო ორი თვის განმავლობაში სამეგრელოში წითელას 170-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული“, - გვითხრა ოდიშარიამ.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თუკი მათ არ ახსოვთ აქვთ თუ არა გაკეთებული წითელას აცრა, ჩაიტარონ ვაქცინაცია კვლავ, რადგან მეორედ მისი გაკეთება, ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. წითელაზე აცრა უფასო 18 იანვარს გახდა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საავადმყოფოში წითელას უფასო ვაქცინაცია ჩატარდება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.