ახალი ამბები
ლაშა გოგიას ადვოკატი: განსასჯელის სკამზე დეპუტატი ედიშერ თოლორაიაც უნდა იჯდეს
ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას ადვოკატის, ნიკოლოზ მჟავანაძის განმარტებით, განსასჯელის სკამზე დეპუტატი ედიშერ თოლორაიაც უნდა იჯდეს, რადგან მან  დანაშაულის შესახებ სამართალდამცავებს არ შეატყობინა. 

„დღეს ეს ადამიანები კი არ უნდა ისხდნენ განსასჯელის სკამზე, უნდა იჯდეს, როგორც ზურაბ კვირკვია, ასევე დეპუტატი, ედიშერ თოლორაია. ქობალია პასუხისგებაშია მიცემული იმის გამო, რომ მან ამ დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს. სწორედ ამ მოტივით შეიძლებოდა ედიშერ თოლორაიას პასუხისგებაში მიცემა. მან როცა ეს ინფორმაცია მიიღო, სამართალდამცავ სტრუქტურებში კი არ მიიტანა, ეს ჩანაწერი „რუსთავი2“-ის ეთერში აღმოჩნდა. თუკი, შერჩევით მართლმსაჯულებასთან გვაქვს საქმე,  გვითხრას ხელისუფლებამ“, - ამბობს ადვოკატი.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მერი ლაშა გოგია, ვიცე-მერი გია გულორდავა და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი, თენგიზ ქობალია და ხუტა ბაღათურია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატები მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

რადიო "ათინათი" ედიშერ თოლორაიასთან დაკავშირებას შეეცადა, მის მობილურ ტელეფონზე დარეკვისას ავტომოასხუემ გვითხრა, რომ ნომერი რეგისტრირებული არ არის. ზუგდიდის მაჟორიტარის ბიუროში კი გვითხრეს, რომ, შესაძლოა, თოლორაია საქართველოში არ იყოს და შაბათ-კვირამდე არ ჩამოვიდეს. საკითხზე კი ბიუროს წარმომადგენელმა ბეჟან შანავამ გვითხრა, რომ ის კომენტარს არ გააკეთებს.

წყარო:ინტერპრესნიუსი

ამავე თემაზე: 

სასამართლომ ლაშა გოგია და გია გულორდავა პატიმრობაში დატოვა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.