ახალი ამბები
დაკავებული ბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გრძელდება (ფოტო)
ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახმა, ახლობლებმა და სოფელ შამგონას მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია განაახლეს. მათი მოთხოვნა უცვლელია - ისინი დგებუაძის გათავისუფლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან და ამბობენ, რომ მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

სიტუაცია სამხარეო პოლიციასთან რამდენჯერმე დაიძაბა, როცა აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა, მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. დაკავებულის დედა კი შეუძლოდ გახდა და მას ექიმების დახმარება დასჭირდა.


მოგვიანებით, დგებუაძის ადვოკატი ბაჩუკი ყურაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსს ნიკოლოზ დიასამიძეს შეხვდა. 

"შეხვედრაზე დიასამიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, რაც შეეხება დანაშაულს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და დიასამიძის თქმით, კანონის დარღვევა არავის ეპატიება. აი, ეს მითხრა. სოფელი, ოჯახი და ახლობლები საკუთარ დამოკიდებულებას ამ უკანონო გადაწყვეტილებისადმი გამოხატავენ აქციის ფორმით", - უთხრა რადიო "ათინათს" ყურაშვილმა.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები ფეხით ზუგდიდის მთავარი მოედნისკენ მოემართებიან.

ბესიკ დგებუაძე გასული წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მოგვიანებით, ის ძმასთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, ბესიკ დგებუაძეს ქუთაისის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

დაკავებულების ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის თქმით, ძმებს ბრალი 120-ე და 370-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს. მისი თქმით, დგებუაძეები უკანონოდ დააკავეს და მათთვის თავისუფლების აღსაკვეთად სასამართლოს შესაბამისი საფუძველი არ ჰქონდა.


ამავე თემაზე:

დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახი აქციას ხვალ განაახლებს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.