რეგიონი
ბაჩანა შენგელია: საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგში დავარეგისტრირეთ
"შენგელია საქართველოს წინააღმდეგ" - ასეთი სახელწოდების სარჩელი დარეგისტრირდა ევროსასამართლოში, სტრასბურგში. წერს 6-ე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

"არც ერთი ინსტანცია, არც ერთი მინიმალური შანსი არ დაგვიტოვებია მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქმეზე სიმართლის დასადგენად. საპასუხოდ ყველა სახელმწიფო უწყებიდან ვიღებდით საქმის გაყალბების ხელშეწყობას, მოწმეებზე ზეწოლას, ტყუილებს, ცინიზმს, არაკომპეტენტურობას. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი შეთანხმებულად მოქმედებდა საქმის გამოძიების შესაწყვეტად, ფაქტების დასამახინჯებლად.

ერთი წლის განმავლობაში, ჩემი მეგობრების დახმარებით, პრაქტიკულად შიშველი ხელებით, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით, ლამის სისხლის ფასად ვცდილობთ საქმის მასალების მოპოვებას და სწორედ ასე მოპოვებული მასალები გავაგზავნეთ სტრასბუგრში. ახლა ბოლო სიტყვა ევროპიდან უნდა გავიგოთ, სადაც იმედი მაქვს არ ეცდება ჩვენი მთავრობა თავისი საცეცების მიწვდენას.

ჩვენ დღეს სახელმწიფო არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ძალადობრივი რეჟიმი, რომლის მთავარი ამოცანა არის საკუთარი არსებობის გახანგრძლივება. სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ არის ეს სარჩელი. საქართველოს წინააღმდეგ ბაჩანა შენგელია არასოდეს იქნება, მით უმეტეს ია კერზაია, რომელიც ზუსტადაც ქვეყნის სიყვარულს და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა. მადლობა ყველას, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", - წერს შენგელია. 

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და გარდაცვალებას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.