ახალი ამბები
სოხუმი: გატაცებული ბიზნესმენი ჯემალ სოსელია თავისუფალია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა ადასტურებს, რომ 7 სექტემბერს გალში გატაცებული ბიზნესმენი ჯემალ სოსელია თავისუფალია. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულთან დაკავშირებული პირები. თავად სოსელია ჩვენებას იძლევა და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. კომენტარს "აფსადგილ ინფო" ავრცელებს. განცხადების თანახმად, სოსელია გუშინ საღამოს 23 სექტემბერს "ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე გაათავისუფლეს". უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

ერთ - ერთი არაოფიციალური ვერსიით, გატაცებული "უშიშროების ძალების" მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს, მეორე ვერსიით, მან გამტაცებლებს თავი საკუთარი ძალით დააღწია.

"ნათესავების ვერსიით, ის გაიქცა, ჩემი ინფორმაციით, მას გაქცევის საშუალება მისცეს, რადგან უკვე ყველამ იცოდა, თუ ვინ არიან მისი გამტაცებლები", - უთხრა ინტერნეტ გამოცემა "კავკაზსკი უზელს" აფხაზმა ჟურნალისტმა როინ აგრბამ.

ჯემალ სოსელიას გატაცების შესახებ 6 სექტემბერს გახდა ცნობილი. აღნიშნული ინფორმაცია პირველად გალის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ გაავრცელა სოციალურ ქსელში. ის წერდა, რომ 2015 წლის შემდეგ, ეს გალის რაიონში მოქალაქის გატაცების პირველი შემთხვევაა.

7 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მანამდე ოფიციალური პირები ოკუპირებულ აფხაზეთში ამბობდნენ, რომ გატაცებული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ წაიყვანეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს ინფორმაციით, 5 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ტყვარჩელის რაიონის სოფელ რეჩხში, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა, BMW-ს მარკის ავტომობილში მჯდომი ჯემალ სოსელია გააჩერეს, რის შემდეგაც ისინი ერთად დაიძრნენ გალის რაიონის სოფელ საბერიოს მიმართულებით. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრში ენგურჰესის ქვესადგურის ტერიტორიაზე, დაუდგენელ პირებსა და მოქალაქე სოსელიას შორის დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკება მეგრულ ენაზე, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

უწყების თანახმად, ამის შემდეგ თავდამსხმელები, რომლებიც ძალის გამოყენებით აკავებდნენ სოსელიას, სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრისკენ გაემართნენ. ამავე ინფორმაციით, ბიზნესმენის ავტომობილი ავტომობილი "სამართალდამცველებმა" გალის რაიონის სოფელ ლეკუხონასთან გზაზე იპოვეს.

გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც აწარმოებდა სს კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
20 / მაისი 2024
ზუგდიდში “აგენტების” კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ და ქალაქის მასშტაბით მსვლელობა მოაწყეს.
20 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 51 სკოლიდან პირველკლასელთა ლიმიტი პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე საჯარო სკოლაში სრულად შეივსო.
20 / მაისი 2024
23 წლის მარიკა ჯალაღონია რომში, "საპიენცას" უნივერსიტეტში არქიტექტურისა და ურბანული რეგენერაციის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. მან საბაკალავრო
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.