ახალი ამბები
ოფიციალური უარი მეორე ტურს - მალხაზ ჯალაღონიამ ცესკოს მიმართა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. შესაბამისი განცხადებით ჯალაღონიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა. განცხადების ტექსტში აღნიშნულია, რომ ჯალაღონია არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს.

"გაცნობებთ, რომ უარს ვაცხადებ 2020 წლის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გასამართი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე 27-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში და ბოიკოტს ვუცხადებ ჰაყალბებულ არჩევნებს", - ვკითხულობთ მიმართვაში.

განცხადება ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ გაასაჯაროვა. მან ზუგდიდელ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ განმარტა მეორე ტურის ბოიკოტის მიზეზები.

"მადლობა ათასობით ზუგდიდელს ვინც მოუხედავად წნეხისა, ტერორისა, დაშინებასა, მოსყიდვის მცდელობისა მოვიდა არჩევნებზე და ხმა გაერთიანებულ ოპოზიციას მისცა... მადლობა მალხაზ ჯალაღონიას თავდაუზოგავი შრომისთვის და ბრძოლისთვის. არანაირი მეორე ტური და არანაირი შესვლა პარლამენტში - ამ არჩევნებმა ანახა რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი არა აქვს სანამ ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში", - წერს წითლიძე.

ზუგდიდში არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატები გავიდნენ. კენჭისყრა 21 ნოემბერს გაიმართება. 31 ოქტომბრის არჩევნებიდან მალევე ოპოზიციამ შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.