ახალი ამბები
საოკუპაციო ხაზის გადალახვისას დაღუპულ ცოლ-ქმარს ახლობლები ენგურის ხიდზე გამოეთხოვნენ (ფოტო)
სოფელ შამგონაში, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას ტრაგიკულად დაღუპული ცოლ-ქმარი გალში გადაასვენეს. ცხედრები სოფელ რუხში, ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტამდე ზუგდიდში მცხოვრებმა ნათესავებმა, მეზობლებმა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებმა მიაცილეს. შეკრებილები მიცვალებულებს საოკუპაციო ხაზთან გამოეთხოვნენ.

„რა გრძნობა უნდა მქონდეს? ეს არის წარმოუდგენლი ტკივილი... ჩემ თვალწინ გაზრდილი ბავშვები არიან და ახლა აქ უნდა გამოვეთხოვო, იქით ვერ მივდივარ. რომ არა ენგურზე დაწესებული შეზღუდვები და 5-დღიანი კარანტინი, შესაძლოა, ეს ტრაგედია არ მომხდარიყო“, - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლების ცნობით, საქართველოს მთავრობამ შესაძლოა გადახედოს დაწესებულ 5-დღიან კარანტინს და ის შედარებით შერბილებული რეგულაციით ჩანაცვლდეს.

გარდაცვლილ ცოლ-ქმარს 3 შვილი დარჩა, მათ შორის, ერთი მოზარდია. ჯანო გვილია 47 წლის არის, ხოლო მისი მეუღლე მაყვალა გვალია 40 წლამდეა. ისინი გალის სოფელ წარჩეში ცხოვრობდნენ და ზუგდიდში, მდინარის გადალახვით ცდილობდნენ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას.

ერთ-ერთი ვერსიით ოთხი ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას ენგურის გადმოლახვით ცდილობდა, მოულოდნელად ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა. მათგან 65 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი ადგილობრივებმა სანაპიროზე შენიშნეს, ხოლო დანარჩენების ცხედრები მაშველებმა მოგვიანებით იპოვეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
14 / მაისი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონის საკანონმდებლო ორგანოში მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. კანონის ხელახალი ინიციირების დღიდან ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში და მის მიმდებარედ, პერმანენტულად აქციები ტარდება, მათ შორის მსვლელობებიც ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ.
14 / მაისი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 18 მაისამდე გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
14 / მაისი 2024
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდისთვის მთელი საქართველო თბილისში უნდა იყოს, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბოროტების მანქანის ერთსულოვნებით დაძლევისთვის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.