ახალი ამბები
ზუგდიდის სპორტკომპლექსის დასასრულებლად ტენდერი მესამედ გამოცხადდა
ზუგდიდში სპორტ კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ ახლო მომავალში განახლდება. მუნიციპალური  განვითარების ფონდმა 13 009 345-ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტი აზიის განვითარების ბანკიდან მიღებული სესხით განხორციელდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, წინადადებების მიღება 29 იანვრიდან დაიწყება და ორ თებერვლამდე გაგრძელდება. სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დაეკისრება ვალდებულება, რომ პროექტი 13 თვეში დაასრულოს. 

ზუგდიდის სპორტ კომპლექსი ექსპულატაციაში 2022 წლის სექტემბერში უნდა შესულიყო, თუმცა ჩინურმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და სამუშაოები შეჩერდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა სპორტ კომპლექსის დასასრულებლად ტენდერი ოქტომბერშიც გამოაცხადა, ამ შემთხვევაში პროექტის ღირებულებად 11.5 მილიონი ლარი მოიაზრებოდა

პროექტი ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას. მოეწყობა გასახდელები და საშხაპეები, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის. იქვე განთავსდება ღია კაფე, პატარა მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი. გათვალისწინებულია ყველა ის სამუშაო ოთახი, სივრცე და ტექნიკური სათავსო, რაც კომპლექსის ფუნქციონირებისათვის არის საჭირო. ამასთან, დაგეგმილია კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროექტში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / მაისი 2024
ზუგდიდიდან წასული მოქალაქეები თბილისში, ევროპის მოედანზე მიმდინარე მასშტაბურ აქციას შეურთდნენ.
11 / მაისი 2024
ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ და მუშაობენ, სოლიდარობას უცხადებენ მოქალაქეებს, რომლებიც „აგენტების“ შესახებ კანონს აპროტესტებენ.
11 / მაისი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 მაისიდან - 14 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.