ახალი ამბები
ბადრი ესებუამ ადვოკატ კობაიძის მიერ მის დაცვაზე უარი თქვა
ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე დღეიდან “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ინტერესებს აღარ დაიცავს. ამის შესახებ ესებუას შუამდგომლობა მოსამართლე ეკატერინე ბებიამ სასამართლოს დარბაზში წაიკითხა, რის შემდეგაც კობაიძემ სხდომა დატოვა.

დღესვე სასამართლო ბრალდების მხარის მოწმეების, მათ შორის, ყოფილი მძევლების გამოკითხვას განაგრძობს. დღესვე უნდა გამოიკითხოს ყოფილი მძევალი მურმან ბულია, რომელიც თავდამსხმელმა სხვა სამ მძევალთან ერთად კირცხის ტყეში დატოვა.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბათუმის ციხეში ესებუას ხმისა და სუნის ნიმუშები აიღეს.

შეგახსენებთ, ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს. ბრალდებული, დანაშაულს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს

ბადრი ესებუას პროცესზე მძევლები იკითხებიან

ვცხოვრობდი სოხუმში, ბათუმსა და თბილისში, ტყეში არ დავმალულვარ - ბადრი ესებუა

ბადრი ესებუას ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
15 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი „აგენტების“ კანონის მიღებასა და თბილისში სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენებას აპროტესტებენ.
15 / მაისი 2024
30 აპრილის ღამეს, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული ფრაქცია "ახალის" თავმჯდომარე მაია კალანდია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
15 / მაისი 2024
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოეხმაურა. ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისინი წერენ, რომ, როგორც ყველა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდისთვის,
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.