ახალი ამბები
ბადრი ესებუას ხმისა და სუნის ნიმუშები აუღეს
ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას 7 მარტს ბათუმის ციხეში ხმისა და სუნის ნიმუშები აუღეს. პროკურატურამ აღნიშნული ექსპერტიზის შედეგების მტკიცებულებად ცნობის შესახებ შუამდგომლობა დააყენა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. უფლებადამცველი სოსო ჯანაშია ამბობს, რომ ნიმუშები მათი წარმომადგენლების გარეშე აიღეს, რაც აჩენს ეჭვს, რომ შედეგი ფალსიფიცირებულია.

"ბრალდების მხარე გეგმავს მტკიცებულებების გამოკვლევას, თუმცა, ჩვენთვის მოულოდნელი მდგომარეობა გახდა ის, რომ დღეს ჩაგვაყენა საქმის კურსში და ალბათ გადმოგვცემს ამ მტკიცებულებას. რაც შეეხება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რასაც ბრალდების მხარე გადმოგვცემს პროცესის დაწყების მერ. თუმცა როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, როცა ჩაინიშნა ოდოროლოგიური ექსპერტიზა  ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ ჩვენი წარმომადგენელის აუცილებელი ჩართულობით ყოფილიყო გაკეთებული, თუმცა, აღმოჩნდა რომ 7 მარტს გაიგზავნა აღნიშნული საექსპერტო კვლევისთვის ნიმუშები და 8 მარტს უკვე გაცემული იყო დასკვნა", - თქვა ჯანაშიამ. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, შედეგები ბრალდების მხარისთვის დადებითია.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ასევე, დაკმაყოფილდა მეორე შუამდგომლობა ექსპერტის გამოკითხვის შესახებ. ამ ეტაპზე კი სხდომაზე ყოფილი მძევლები იკითხებიან.

ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს. ბრალდებული, დანაშაულს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ამავე თემაზე: 

ბადრი ესებუა პოლიციელზე: ჩემი დაკავების შესახებ ყველაფერს იტყუება

ბადრი ესებუას პროცესზე იკითხება პირი, რომელმაც თავდამსხმელი ბანკთან მიიყვანა

სოსო ჯანაშია - ტყუილია, რომ ბადრი ესებუა შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა

ბადრი ესებუას პროცესზე მძევლები იკითხებიან
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
17 / მაისი 2024
სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. მისი გახსნის ცერემონიას, თავად ასლან ბჟანია და მისი ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აბესალომ კვარჩია ესწრებოდნენ.
17 / მაისი 2024
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2024 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, ქალზე ძალადობის 7 შემთხვევა მოხდა.
17 / მაისი 2024
ზუგდიდში ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად მსვლელობა მიმდინარეობს. მას მეუფე გერასიმესთან ერთად, ეპარქიის სასულიერო პირები უძღვებიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.