ახალი ამბები
სოხუმში მზადდება რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის კანდიდატთა სია, - მედია

აფხაზური ტელეგრამის არხები, ასლან ბჟანიას ე.წ. „ადმინისტრაციის“ წყაროზე დაყრდნობით, კვლავ ამტკიცებენ, რომ მზადდება რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის კანდიდატთა სია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.


უფრო ადრე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეწ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ „ასეთი ცნობები არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს და ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ემსახურება":

„აფხაზეთის ხელმძღვანელობასა და სამთავრობო ორგანოებს არ აქვთ უფლებამოსილება, სხვა სახელმწიფოების მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი გადაწყვიტონ“ - წერია ბჟანიას „ადმინისტრაციის“ განცხადებაში.

„არავის უთქვამს, რომ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლებამოსილება აქვს აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ან ასლან ბჟანიას. ისევე, როგორც რეპრესიების დროს, ჩვენს გულმოდგინე ინფორმატორებს არ ჰქონდათ უფლება გაეგზავნათ ისინი ციმბირში ან სასიკვდილოდ. მათ მხოლოდ ინფორმაცია მიაწოდეს საჭირო ხალხს... და სისტემა კი თავად იზამს გასაკეთებელს. ტელეგრამ არხის „Respublica“ რედაქტორები არასოდეს აქვეყნებენ ინფორმაციას კონკრეტული წყაროს მითითების გარეშე. ამ შემთხვევაში საუბარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე“, - წერს „Respublica“ საპასუხოდ.

ინფორმაციისთვის: 2023 წლის ნოემბერში ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ინალ არძინბამ დე ფაქტო რესპუბლიკაში საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობაზე კონტროლის გამკაცრება დააანონსა. ის ემხრობა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონის შემუშავებისა და მიღების იდეას.

2023 წლის 20 ნოემბერს ასლან ბჟანიამ, არძინბას „უწყების“ წინადადებით, ხელი მოაწერა განკარგულებას აფხაზეთში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირების შესახებ. დოკუმენტი არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, დე ფაქტო საგარეო უწყებას აცნობონ ყველა დაგეგმილი აქტივობა ასევე ის, თუ რომელი აფხაზური ორგანიზაციების ჩართვა იგეგმება ამ პროექტებში და როგორია მათი დაფინანსება.

8 დეკემბერს, „საგარეომ“ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც აფხაზეთში USAID - ის მიერ დაფინანსებული პროექტები იკრძალება, ხოლო სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი, პერსონა ნონ გრატად ცხადდება. აქვე ვკითხულობთ, რომ იკრძალება პროექტები, რომელთა მიზანია "აფხაზეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარება", ასევე, იმ მედიაპროექტების დაფინანსება, რომელთა მიზანია "აფხაზეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის გაშუქება".




 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
15 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი „აგენტების“ კანონის მიღებასა და თბილისში სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენებას აპროტესტებენ.
15 / მაისი 2024
30 აპრილის ღამეს, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული ფრაქცია "ახალის" თავმჯდომარე მაია კალანდია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
15 / მაისი 2024
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოეხმაურა. ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისინი წერენ, რომ, როგორც ყველა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდისთვის,
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.