ახალი ამბები
ზუგდიდში მერიის შენობის წინ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართა (ფოტო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოქალაქეებმა, აქტივისტებთან და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ე.წ უცხოელი აგენტების კანონის პარლამენტში პირველი მოსმენით მიღება გააპროტესტეს.

"სამართლიანი არჩევნების" რეგიონული ხელმძღვანელის დავით ლოგუას თქმით, დღეს საკანონმდებლო ორგანოში მიღებული გადაწყვეტილება საჯარო პირების მიერ წარმოებული პროპაგანდისტული პოლიტიკის შედეგია. 

" პროპაგანდისტულ პოლიტიკაში ჩართულია ჩვენი მერი და მერის მოადგილე, საჯარო მოხელეების გარკვეული ნაწილი. ბუნებრივია, ყველაზე არ ვამბობ. რადგან ძალიან ბევრი აცნობიერებს, რასთან გვაქვს საქმე. თუმცა, არის ნაწილი, ვინც პროპაგანდისტულ პოლიტიკაში ჩართულია და ამ რუსული კანონის გატანაში ხელისუფლებას ეხმარება. ამრიგად, ჩვენი მოსვლის მიზანი იყო, დისკომფორტის შექმნა და შევახსენოთ, რომ ამ რუსული კანონით ჩვენ არავინ მიგვიღებს ევროკავშირში. აუცილებელია, ამ კანონის უკან გაწვევა", - თქვა მან.

ის ამბობს, რომ აუცილებელია საზოგადოებამ საპროტესტო მუხტი შეინარჩუნოს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ხელმძღვანელის არჩილ თოდუას განმარტებით, აქცია სპონტანურად დაიგეგმა, რათა პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება გაეპროტესტებინათ.

"ხვალ, 18:00 საათზე გვექნება აქცია სკეიტ პარკის ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ. მოვუწოდებ, ზუგდიდის მაცხოვრებლებს, გამოვიდნენ და შემოგვიერთდნენ. ეს კანონი გვეხება ყველას და რაც მთავარია, გვართმევს ევროპულ მომავალს. საქართველოს უკლავს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას", - ამბობს ის.

აქციის მონაწილე და აქტივისტი ეთო ალმასია კი მიიჩნევს, რომ პროტესტი გაგრძელდება, რადგან კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს. 

"ეს არ არის ის მომავალი, რომელზეც ვოცნებობთ. ჩვენი ევროპელი პარტნიორები მიგვითითებენ, რომ ეს არ არის ევროპული კანონი და მიუხედავად ამისა, ჩვენი ხელისუფლება მაინც დგამს ამ ნაბიჯს", - თქვა მან.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით რამდენიმე საათის წინ მიიღო.

მის განხილვას საკანონმდებლო ორგანოში წინ უძღოდა "ქართული ოცნების" წევრებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ხმაური და დაპირისპირება.
კანონპროექტის 83 მხარდამჭერიდან ზუგდიდელი, ხობელი და ფოთელი დეპუტატებიც არიან.

აგენტების კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს ქალაქ ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა და მოგვიანებით, მაჟორიტარმა ედიშერ თოლორაიამ, ხობის ყოფილმა მაჟორიტარმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ქალაქ ფოთის მაჟორიტარმა გიორგი ხახუბიამ.

თოლორაიამ და ბერაიამ კანონს ხმა გასულ წელსაც მისცეს, ისევე, როგორც შემდეგ მის გაწვევას. პირველი მოსმენით კანონს, შარშანდლის მსგავსად, მხარი დაუჭირა მესტიის ყოფილმა მაჟორიტარმა ვიქტორ ჯაფარიძემაც.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
21 / მაისი 2024
ზუგდიდში გრძელდება უწყვეტი აქციები “აგენტების” კანონის გასაპროტესტებლად.
21 / მაისი 2024
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა სენაკში, გორის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ 21 წლის მამაკაცს.
21 / მაისი 2024
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში 1 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.