ახალი ამბები
ფერმერი ქალი და მისი მარწყვები სამეგრელოდან (ფოტორეპორტაჟი)
ნანა ფიფიას ზუგდიდის სოფელ ცაიშში მარწყვი 3 000კვ/მ-ზე აქვს გაშენებული. კენკროვანი კულტურების მოვლა-მოყვანა USAID-ის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში 2012 წლიდან დაიწყო. შემდეგ აშშ-ში გაემგზავრა და იქ ამ დარგში დიდი გამოცდილება მიიღო.

თითქმის ყოველდღიურად 50-100 კგ-მდე მოსავალს იღებენ.

დანერგილი აქვს ადგილზე მიტანის სერვისი და მისი პროდუქტი მომხმარებლამდე ასე მიდის.

ამბობს, რომ ამ დროისთვის 1 კგ. მარწყვი 10 ლარი ღირს.

ნანამ გვითხრა, რომ 4500 კვ/მ თავისუფალი მიწა აქვს და იქაც აპირებს მარწყვის გაშენებას.

დაწყებული აქვს სანერგეს მოწყობა და იქ სხვადასხვა ჯიშების გამოყვანას გეგმავს.

ამჟამად 10-მდე ჯიში, მათ შორის, "სან ანდრეასი", "ფესტივალი", "ფორტუნა", "ალბიონი", აქვს მოშენებული.

სურს ადგილზე კენკროვანი კულტურების მუზეუმი და ისეთი სივრცე მოაწყოს, სადაც მომხმარებლები მარწყვის ჯემების თუ წვენების დაგემოვნებას ადგილზე შეძლებენ.

გვითხრა, რომ პროდუქტის რეალიზება არ უჭირს, უფრო მეტიც, ზოგჯერ ბაზრის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

ამბობს, რომ მზად არის ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც მარწყვის ან სხვა კენკროვანი კულტურის გაშენება უნდა, კონსულტაციები გაუწიოს.


Нана Пипия выращивает клубнику в селе Цаиши, Зугдидского муниципалитета, на площади в 3 000 кв.м. Она начала начала заниматься ягодными культурами в 2012 году, в рамках одного из проектов USAID. После этого, отправилась в США, где получила соответствующий опыт в этой области. Почти ежедневно она собирает до 50-100 кг. клубники. На производтсве внедрила сервис доставки и потребители теперь так получают ее продукцию. По словам производителя, на сегодняшний день, цена за 1 кг клубники составляет 10 лари. Нана рассказала, что она у нее есть свободный земельный участок в 4500 кв.м., на котором она также собирается выращивать клубнику. Уже начала обустройство саженцевого хозяйства, здесь она планирует выводить различные сорта клубники. До этого времени, она вывела до 10 сортов клубники, в том числе, «Сан – Андреас», «Фестиваль», «Фортуна», «Альбион». Думает создать на месте музей ягодных культур, в котором покупатели смогут отведать клубничные джемы или соки. По словам Наны, у нее нет проблем с реализацией продукции, более того, иногда ей даже не удается удовлетворить спрос на нее. Она говорит, что готова проконсультировать, помочь любому, кто намерен заняться выращиванием клубники или других ягодных культур.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდი უერთდება "ქართული ოცნების" მიერ თბილისში დღეს, 29 აპრილს, "აგენტების კანონის" მხარდასაჭერად დაგეგმილ კონტრაქციას.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდიდან რამდენიმე ათეული სამარშუტო ტაქსი დაიძრა თბილისისკენ “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.