მულტიმედია
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სტუმრები გაზაფხულის პირველ დღეებში (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი და გაზაფხული საუკეთესო კომბინაციაა დამთვალიერებელთათვის, რათა ისიამოვნონ როგორც მრავალწლოვანი მარადმწვანე ხე-მცენარეების, ასევე სეზონისთვის დამახასიათებელი ყვავილნარების ხილვით, სუფთა ჰაერით და სიმშვიდით.

არის დღეები, როცა ბაღში სტუმრების რაოდენობა შესამჩნევად ცოტაა, ხანდახან კი ბოტანიკურში გაცილებით მეტი ვიზიტორია.

ბაღის თანამშრომელი მერაბ გრიგოლია გვეუბნება, რომ უცხოელი დამთვალიერებლები გასულ წლებში მეტი იყო, უმეტესად, უკრაინელები, ახლა ნაკადმა იკლო.

"როგორ გითხრათ, დროსაც გააჩნია, სკოლის პერიოდში, ბოლო ზარი რომ აქვთ, ჩამოდიან სხვადასხვა ქალაქიდანაც. სამუშაო პერიოდი რომ მთავრდება, მაშინ შემოდის ხალხი დასასვენებლად. ახალგაზრდებიც ბევრნი არიან", - ამბობს გრიგოლია.

ზამთრის პერიოდში, როცა ბაღში ვიზიტორთა რაოდენობა ნაკლებია, მას, ძირითადად ისინი სტუმრობენ, ვისი ყოველდღიურობაც ამ სივრცესთან ასოცირდება.
ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი, სალომე თირქია, რომელსაც თან მცირეწლოვანი შვილი ახლავს, ამბობს, რომ ბოტანიკურ ბაღს ხშირად სტუმრობს, რადგან ბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნებასთან სიახლოვე და სუფთა ჰაერი.

"კვირაში რამდენიმე დღე დავდივარ, აბონემენტს ვიღებთ. ზამთარში მეტნაკლებად ცივა და თავს ვარიდებთ, მაგრამ მინიმუმ კვირაში ერთხელ ვსტუმრობთ", - თქვა მან.

სალომე ფიქრობს, რომ ბავშვთა მოედანი და სავარჯიშო სივრცე განახლებას საჭიროებს. გვეუბნება, რომ მანამ, სანამ უფასოდ იყო, ბოტანიკურში უფრო უფრო ხშირად დადიოდნენ.

"უფასო რომ იყო მაშინ უფრო ხშირად დავდიოდით, მაგრამ რადგან ფასიანი არის, ესეც არ არის დისკომფორტი. დიდად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის და ხალხისთვის ბუნებასთან სიახლოვე . ერთადერთი ადგილი გვაქვს ზუგდიდში, სადაც შეგვიძლია განტვირთვა", - აღნიშნავს საუბრის დასასრულს.

92 წლის გივი ყალიჩავაც აქაურობის ხშირი სტუმარია. გვიყვება, რომ ჯანმრთელობის პრობლემებმა გადააწყვეტინა ბოტანიკურ ბაღში რეგულარული სიარული, რაც პოზიტიური შედეგის მომტანი აღმოჩნდა მისთვის.
"გამოვდივარ სამ საათზე და მივდივარ ექვს საათზე. კარგ ამინდებში არ გამიცდენია, თითქმის, სამოცი წელია. ასეთ ბუნებაში ჩამჯდარი ადგილი ქალაქში იშვიათია, ამას დიდი მოწონება აქვს" - თქვა ყალიჩავამ.

ბოტანიკური ბაღის კიდევ ერთი ხშირი ვიზიტორი ცაბუნია ვართაგავა რადიო "ათინათთან" ამბობს, რომ სივრცეს გარკვეული ხარვეზები აქვს, თუმცა გარემო მართლაც მშვიდი და სასიამოვნოა.
"როცა დრო მაქვს, ყოველთვის მოვდივარ და მშვიდად ვატარებ დროს ფიქრში, წიგნის კითხვაში ან სეირნობაში. მაგალითად, ჩემს დაბადების დღეზე მარტო შემოვედი, მთელი დღე აუზთან ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი"- თქვა მან.

რაც შეეხება გადასახადს, ცაბუნია გვეუბნება, რომ საზოგადოების ნაწილს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, გადაიხადოს თანხა, თუმცა, მისივე თქმით, იქ არსებული ბუნების მოვლას, თავის მხრივ, სჭირდება ფინანსური სახსრები.

ბოტანიკურ ბაღში შესვლა 2022 წლის 1 თებერვლიდან ფასიანია. საკითხი დღემდე საკამათოა ზუგდიდელებისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთი აქცია გაიმართა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.