სარეკლამო მასალა
ზუგდიდის ტექნოპარკში წარმატებულ ქართველ მეწარმეს უმასპინძლეს (ფოტო, ვიდეო) ®️
ზუგდიდის ტექნოპარკმა ონლაინ სტრიმის საშუალებით ღონისძიებას უმასპინძლა, სადაც USAID Zrda პროექტის მხარდაჭერით და Start up grind Tbilisi-ს ორგანიზებით ახალგაზრდა ლიდერთა ტოპ 10-ში დასახელებულმა ქართველმა მეწარმემ ვალერი ჩეხერიამ შეკრებილებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. წარმატებული ქართული სასტუმროს ბრენდების შემქმნელმა და აჭარა ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა კარიერული განვითარების გზასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ჩეხერია გასულ წელს ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა ტოპ-10-ში დასახელდა და მის შესახებ სტატიები გამოქვეყნდა ისეთ საერთაშორისო მედია საშუალებებში, როგორიცაა Forbes, The Financial, Emerging Europe.

„Startup Grind” უწევს ორგანიზებას, როგორიცაა ქართველ მეწარმესთან შეხვედრა. ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რომ ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ფლობენ ამ მიმართულებით, გაუზიარონ ერთმანეთს. ვალერი ჩეხერიას კი ბევრი აქვს სათქმელი მეწარმეებისთვის, რომლებიც აპირებენ განავითარონ საკუთარი ბიზნესი და მსგავსი ტიპის შეხვედრები მნშვნელოვანია ადგილობრივებისთვის“, - თქვა ტექნოპარკის მენეჯერმა ანუკი ასათიანმა.

შეხვედრას თბილისში, კონსერვატორიაში 500-მდე, ზუგდიდში კი 100-მდე მეწარმე დაესწრო. ისინი ტექნოპარკში გამოცდილების გაზიარებისა და სასარგებლო კონტაქტების დასამყარებლად შეიკრიბნენ.

„მაშინ, როცა ბიზნესს იწყებ, მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, რადგან წარმატებული ადამიანი გიყვება მის მიერ განვლილ გზაზე, რაც, თითქოს, გიადვილებს სტრატეგიების და ხედვების დაგეგმვას, რომ მომავალში პრობლემას მსუბუქად აუარო გვერდი და ასევე მსუბუქად დახვდე გამოწვევებს“, - აღნიშნა „ციცის სახელოსნოს“ დამფუძნებელმა.

„ეს ყველაფერი მასტიმულირებელია და ფონის შემქმნელი, რომელიც შემდეგ წარმატებაზე აისახება. აუცილებელია და საჭიროა რეგიონისთვის მსგავსი შეხვედრები, რადგან ადგილობრივი მეწარმეები ენთუზიაზმით არიან ჩართულები ამ პროცესში“, - გვითხრა სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის პროექტების მენეჯერმა ედუარდ ფარცვანიამ.

ღონისძიებაზე ადგილობრივი მეწარმეები, სასტუმროს მენეჯერები, სტარტაპები და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.