სარეკლამო მასალა
ნარაზენსა და შამადელაში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნარაზენისა და შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულებში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. შამადელაში გაზიფიცირდება 136 ოჯახი, ნარაზენში კი 852. უახლოეს მომავალში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება ოდიშში, საჭურღულიოს უბანში, სადაც გაზს 45 ოჯახი მიიღებს.

აგრეთვე, გაზმომარაგების დაპროექტების სამუშაოები მიმდინარეობს ჭკადუაშის, ჯიხაშკარის, ყულიშკარისა და ალერტკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჯამში გაზიფიცირებულია 38 ადმინისტრაციული ერთეული.

მთავრობის განკარგულებით, აფხაზეთის სასაზღვრო ზოლთან განთავსებულ 10 ადმინისტრაციულ ერთეულში: განმუხურში, ანაკლიაში, კოკში, ხურჩაში, ორსანტიაში, შამგონაში, რუხში, ნაწულუკუში, რიყესა და ტყაიაში - ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე (შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობასა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ერთი ხელსაწყოს დაერთებას) უფასოდ მიერთება განხორციელდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.