სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი: რუხში მცხოვრები მოსახლეობა ყველაზე ნათლად ხედავს ოკუპაციის მძიმე ტვირთს
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში გაიმართა. რუხში ბოლო წლების განმავლობაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა და ნაწილზე სამუშაოები ახლაც აქტიურად მიმდინარეობს.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით ამ სოფლის მოსახლეობა ყველაზე ნათლად ხედავს ოკუპაციის მძიმე ტვირთს.

,,რუხში უკვე ფუნქციონირებს 220-ადგილიანი მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ადგილობრივებთან ერთად, აფხაზეთიდან გადმოსულ ჩვენს მოქალაქეებს ემსახურება. სოფელში მოწესრიგებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, ძალიან მალე რუხი-ახალაბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაც დაიწყება. დღესვე გამოცხადდა რუხში თანამედროვე ბაღის მშენებლობაზე ტენდერი.

ამავე სოფელში ვაშენებთ საფეხბურთო აკადემიას. ეწყობა მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკი. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“ აქვე აშენებს მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფარს, რომელიც ბენეფიციარებს შესთავაზებს მულტიფუნქციურ სერვისს“-განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით არცერთი ხელისუფლების პირობებში რუხში ამ მასშტაბის სამუშაოები არ განხორციელებულა.

შეხვედრაზე კანდიდატთან ერთად საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარი ედიშერ თოლორაია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.