სარეკლამო მასალა
ჩხოროწყუში გაზიფიცირების ძირითადი სამუშაოები დასრულებულია
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია და თავმჯდომარის მოადგილე ჯანო პერტაია შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" სამეგრელო - გურიის ოფისის დირექტორ ვახტანგ ბერიშვილსა და ინჟინრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მოსახლეობის აბონენტებად რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, გაესაუბრნენ ადგილობრივებს და გაზმომარაგების განხორციელებისთვის მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არასოდეს ყოფილა ბუნებრივი გაზი. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ აქ გაზიფიცირების მასშტაბური სამუშაოები 2019 წელს დაიწყო. აშენდა 24 341 გრძივი მეტრი მკვებავი და ქსელის მოწყობისთვის საჭირო 68 344 გრძივი მეტრი გაზსადენი.
ქალაქის გაზიფიცირების ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. 1609 აბონენტს შესაძლებლობა მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისთვის შეღავათის გაწევის მიზნით შემცირდა აბონენტის რეგისტრაციის საფასური და ამჯერად 400 ლარს შეადგენს.
როგორც შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განაცხადეს, ბუნებრივი გაზის აბონენტები ამ თანხას იხდიან ეტაპობრივად - განვადებით, თვეში 25 ლარიდან 16 თვის განმავლობაში. მოსახლეობის გაზიფიცირების 2019-2021 წლის გეგმით გათვალისწინებულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 19 სოფლის გაზიფიცირება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.