სარეკლამო მასალა
ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი შენდება
ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში 100 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი შენდება. მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ვინსენტ დონტო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გაეცნენ.

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 2020-2021 წლებში საქართველოს მასშტაბით 7 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდება, ხოლო დამატებით, ერთ საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.

ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდი ანაკლიასა და ჯუმში საბავშვო ბაღებს აშენებს. ტენდერი გამოცხადდა სოფელ ჭითაწყარისა და რუხისთვის 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების, სოფელ შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისა და სოფელ დარჩელში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე. ამ დროისთვის რეაბილიტაცია უტარდება 18 საბავშვო ბაღს.

ცნობისთვის, 2013 წლიდან ზუგდიდში 29 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. აშენდა ქალაქის #2 და ახალკახათის საბავშვო ბაღები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.