ახალი ამბები
“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსადრე მოწერელია მარტვილში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მარტვილში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა. ალექსანდრე მოწერელიამ ახალგაზრდებს, მარტვილის განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ახალგაზრდების ჩართულობა და მათი დაბრუნება რეგიონში, რათა მოახერხონ საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება.

„საინტერესო შეხვედრა მქონდა მარტვილში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. მათი შემართება, მიზანსწრაფვა, ენერგია, ცოდნა ქვეყნის დადებითი ცვლილებების საფუძველია. ვისაუბრეთ ხარისხიანი განათლებისა და მუნიციპალიტეტის, რეგიონის განვითარებაში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე მარტვილის ტურისტულ პოტენციალზე, სოფლის მეურნეობაზე და იმ სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ვისაუბრეთ, რაც მიმდინარეობს და დაგეგმილია მუნიციპალიტეტში.მარტვილი ტურისტული ქალაქია, ტურიზმის განვითარება კი უმნიშვნელოვანეს პროცესს წარმოადგენს, რომლის წარმატებაშიც დიდია მომავალი თაობის როლი. მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ახალგაზრდების ჩართულობა და მათი დაბრუნება რეგიონში, რათა მოახერხონ საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება და ახალგაზრდებთან ერთად შევძლოთ, შევქმნათ ახალი ძლიერი ევროპული ქალაქი. ჩემი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ახალგაზრდების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა, მოტივაციის ამაღლება და გააქტიურებაა” - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ,

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.