სარეკლამო მასალა
ჩიქოვანი: მოსახლეობა სწორად აფასებს იმ სამუშაოებს, რაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს ჭაქვინჯში იმყოფებოდა, დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო:

"დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ დიდ და ისტორიულ სოფელ ჭაქვინჯში ვიმყოფებოდით. ძალიან პოზიტიური შეხვედრა გამოვიდა", - თქვა კანდიდატმა. 

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჭაქვინჯელებს უმთავრესი პრობლემა უგზოობა იყო რაც მოგვარდა.

"მოსახლეობა სწორად აფასებს იმ სამუშაოებს, რაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში აქ განახორციელა. უმთავრესი პრობლემა, რაც ჭაქვინჯელებს აწუხებდათ, ცენტრალური საავტომობილო გზაა, რომელიც წლების განმავლობაში ავარიული იყო და გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. დღეს  ჭაქვინჯში საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად განახლებულია.

წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოვუგვარეთ ბაღმარანის უბნის მოსახლეობას, სადაც 5 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა და სანიაღვრე არხები მოეწყო. აქ მანამდე ასფალტირებული გზა არ გვქონდა. სოფელში დასრულებულია გაზიფიცირების სამუშაოებიც“ - აღნიშნა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. 

ირაკლი ჩიქოვანმა ფონდ "ქართუს" ბაღმარანში განხორციელებული პროექტისთვის მადლობა გადაუხადა.

ფონდმა „ქართუმ" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, დაახლოებით მეათე საუკუნის ბაღმარანის კარის ეკლესიის აღდგენა მოახდინა.
მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ადგილობრივმა  ხელისუფლებამ, ჭაქვინჯში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 3 ოჯახს საცხოვრებელი სახლები აუშენა.


ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია დაესწრნენ.

დღესვე კანდიდატმა შეხვედრები ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში კარდაკარის პრინციპით გამართა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.