სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდელებს უყვართ შრომა, არიან ნიჭიერები და შეუძლიათ ინოვაციები დანერგონ
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარს მარინა ქარდავას და ახალგაზრდა მეწარმეს ირაკლი ჩიქავას ესტუმრა, რომელმაც სახელმწიფო პროგრამის დახმარებით დაფნის საწარმო შექმნა.

"დღეს მეფუტკრე მარინა ქარდავას და ახალგაზრდა მეწარმეს ირაკლი ჩიქავას ვესტუმრეთ. ქალბატონი მარინა წლებია მეფუტკრეობას მისდევს, მისი წინაპრებიც ამ საქმით იყვნენ დაკავებულები. "აწარმოე საქართველოში" დახმარებით მეწარმემ თაფლის წარმოებისთვის საჭირო დანადგარები შეიძინა. მარინა ქარდავა ამჯერად ფუტკრის 150 ოჯახს ფლობს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ახალგაზრდა მეწარმე ირაკლი ჩიქავამ, სახელმწიფოს ხელშეწყობით დაფნის საწარმო შექმნა. საწარმო ფუნქციონირებას ოქტომბერში დაიწყებს. პროგრამით ახალი ბიზნესები (სტარტაპი) დაფინანსდა.

"სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა უნდა გამოიყენონ. ზუგდიდელებს უყვართ შრომა, არიან ნიჭიერები და შეუძლიათ ინოვაციები დანერგონ, რაც ნიშნავს მეტ დასაქმებას. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ზუგდიდელებმა შეძლონ მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დოვლათის შექმნისა და დასაქმების ზრდის საშუალებას იძლევა. ჩვენ გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას", - თქვა "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ირაკლი ჩიქოვანთან ერთად მეწარმეებთან მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია იმყოფებოდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.