სარეკლამო მასალა
ალექსანდრე მოწერელია:ძლიერი სოფელი, ძლიერი ქვეყნის საფუძველია
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, წალენჯიხის მუნიხიპალიტეტის ლიას ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებთან შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ასევე, საუბარი შეეხო მის სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევით, ლიაში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

ცენტრალური მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, წალენჯიხა-ლია-ფახულანის საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე მდინარე ენგურზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად, ახალი საავტომობილო ხიდი შენდება. ეს არის უპრეცედენტო, მასშტაბური პროექტი, რომლის ღირებულებაც 5 000 000 ლარს შეადგენს. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლია-პალურის გზას.

მაზანდარის და ზღვაიის მოსახლეობასთან შეხვედრაც საინტერესო და პროდუქტიული იყო. შევეხეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამები და სოფლის განვითარების გეგმები.

უმთავრესი პრობლემები, რომლებიც ადგილობრივებს აწუხებდათ, უკვე მოვაგვარეთ: ავაშენეთ ახალი საბავშვო ბაღი, მიმდინარეობს N4 საჯარო სკოლის მშენებლობა, დასრულდა გაზიფიცირების დაქსელვითი სამუშაოები.

ჩვენი პრიორიტეტია, ყველა სოფელი იყოს ინფრასტრუქტურულად გამართული, რადგან ძლიერი სოფელი, ძლიერი ქვეყნის საფუძველია". - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.