სარეკლამო მასალა
ალექსანდრე მოწერელია - არავის შეუძლია უფრო მეტის გაკეთება ქვეყნის წარმატებისთვის, ვიდრე მასწავლებელს
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პედაგოგებს შეხვდა.

მისი თქმით, მასწავლებლების შრომის ღირსეულად დაფასება, მათი პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა „ქართული ოცნების” გუნდის პოლიტიკის პრიორიტეტია.

„პედაგოგები ახალი, სერიოზული გამოწვევის პირისპირ აღმოჩნდნენ, თუმცა მათ შეძლეს სასწავლო პროცესის უწყვეტად შენარჩუნება. გამოწვევა არ დასრულებულა და ამ რთულ ფონზე სწავლის გაგრძელება ახლაც გვიწევს. მასწავლებლების შრომის ღირსეულად დაფასება, მათი პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა „ქართული ოცნების” გუნდის პოლიტიკის პრიორიტეტია. ჩვენ შევძელით მიგვეღწია, რომ მასწავლებელთა ხელფასის რეგულარული ზრდა, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება, კარიერული განვითარების სისტემის დანერგვა და ახალგაზრდა კადრების მოტივირება მასწავლებლის მნიშვნელოვან პროფესიაში შესასვლელად ყოფილიყო მაქსიმალურად გარანტირებული სახელმწიფოს მხრიდან. ქვეყნის განვითარებისთვის არ არსებობს უფრო სტრატეგიული პროფესია და პოზიცია, ვიდრე სკოლის მასწავლებლობა, არავის შეუძლია უფრო მეტის გაკეთება ქვეყნის წარმატებისთვის, ვიდრე მასწავლებელს", - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.