სარეკლამო მასალა
ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხაში ექიმებს შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ექიმებს შეხვდა.
კანდიდატის თქმით, ექიმები და სამედიცინო პერსონალი დღეს ერთგვარ ფრონტის ხაზზე დგანან რისთვისაც მადლობას უხდის მათ. შეხვედრაზე ასევე მუნიციპალიტეტში სფეროში არსებულ ვითარებაზე, პრობლემებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზეც ისაუბრეს.

„დიდ პატივისცემას იმსახურებენ ჩვენი მედიკოსები, რომლებიც ქვეყნის და მსოფლიოს საერთო გამოწვევის - კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან, მადლობას ვუხდი მათ თავდაუზოგავი მუშაობისთვის. 2020 წელს დასრულდება წალენჯიხისა და ჯვრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული შენობების მშენებლობა, ეტაპობრივად განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი. მედანის, ნაკიფუს, ჩქვალერის, ჯგალისა და ლიის ადმინისტრაციულ ერთეულებში აშენდა და რეაბილიტირდა ამბულატორიები. თითოეული მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის შესაქმნელად ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა. ასევე, C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქისთვის მკურნალობა სრულიად უფასოა. გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა, სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება. მიღწეული წარმატებების ფონზე რჩება გამოწვევები და გადასაჭრელი პრობლემებიც. ჩვენი გუნდი ერთადერთია, რომელსაც აქვს მათი გადაჭრის ამბიცია, სურვილი და შესაძლებლობა. ჩვენი ხელისუფლებისთვის სამედიცინო სექტორის მხარდაჭერა და განვითარება მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის საყოველთაო რეფორმამ, ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაარჩინა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა იყო საქართველოსთვის. ამჟამად ამ რეფორმის დახვეწის, სამედიცინო სექტორის განვითარებისა და სამედიცინო სერვისების ხარისხის ამაღლებაა მნიშვნელოვანი ამოცანა“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.