სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები ჭითაწყარში, რიყესა და ნაწულუკუში გამართა
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს ჭითაწყარის, რიყისა და ნაწულუკუს მოსახლეობას შეხვდა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ჭითაწყარში, ონარიის დასახლებაში და ე. წ. მეფრინველოების დასახლებაში, სადაც უმეტესად დევნილი ოჯახები ცხოვრობენ, განხორციელდა საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, რომლებიც წლების განმავლობაში ავარიული იყო და გაუსაძლისს ხდიდა იქ ცხოვრებას. მოწესრიგდა გზებიც.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად მუშაობა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

,,ზუგდიდში მცხოვრებ ყველა დევნილს მშობლიურ სახლში დაბრუნებამდე, რაც, ცხადია, ჩვენი საბოლოო მიზანია, ექნება საკუთარი საცხოვრებელი. ამას თითოეულ მათგანს ვპირდები“ -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჭითაწყარში გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი ჩიქოვანი რიყესა და ნაწულუკუში იმყოფებოდა.

,,რიყეში მიმდინარეობს 3 სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, რაც ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემას მოუგვარებს. სხვა სოფლების მსგავსად, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ ნაწულუკუშიც“-აღნიშნა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

დღეს გამართულ შეხვედრებს, ქართული ოცნების ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარები - ედიშერ თოლორაია, მერაბ ქვარაია, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.