სარეკლამო მასალა
ზუგდიდში პროექტის „სახელმწიფო-შენი პარტნიორი“ ფარგლებში მეწარმეებთან, ფერმერებთან და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში პროექტის "სახელმწიფო - შენი პარტნიორი" ფარგლებში მეწარმეებთან, ფერმერებთან და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. დაინტერესებულ მოქალაქეებს პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობები და უკვე მიღწეული შედეგები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ, სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში" მეწარმეობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ბოსტაშვილმა, ზუგდიდის იუსტიციის სახლის მენეჯერმა მონიკა ჯობავამ და ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა გიორგი ქვარაიამ წარუდგინეს.

შეხვედრაზე თავიანთი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებმა - მეწამრმეებმა და ფერმერებმა.

"სახელმწიფო მხარდამჭერ პროგრამებს რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს, პროექტი - "სახელმწიფო - შენი პარტნიორი" კი კიდევ უფრო ამარტივებს წვდომას ამ პროგრამებზე. ჩვენს რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში არაერთ ფერმერსა თუ მეწარმეს გაეწია დახმარება, ახალგაზრდებს მიეცათ სტიმული, რომ გახდნენ მეწარმეები, ამან შექმნა ახალი სამუშაო ადგილები და ვფიქრობ, მომსახურების ადგილზე ხელმისაწვდომობა გააორმაგებს ამ მონაცემებს, გაზრდის დასაქმების მაჩვენებელს და რეგიონის ეკონომიკურ წინსვლას. მისასალმებელია, რომ სამეგრელოში სახელმწიფო პროგრამებით დაინტერესება დიდია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის განვითარებას",- აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ.

შეხვედრაზე მიმოიხილეს პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის მომართვიანობის მაჩვენებლები, ასევე ბოლო წლებში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების სტატისტიკა. აღინიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამების ერთიან სივრცეში გაერთიანების შემდეგ ხუთჯერ გაიზარდა მომართვიანობა.

რაც შეეხება 2013 წლიდან დღემდე მონაცემებს, შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 476 პირმა, 343 ჰა ფართობზე გაშენდა ხეხილის ბაღები, მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში მხარი დაეჭირა 197 პროექტს. აღსანიშნავია, რომ მიკრომეწარმეობის კუთხით დაინტერესება კვლავაც დიდია, განაცხადების მიღება 18 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. წელს აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა, შემცირდა მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა და 20%-ის ნაცვლად 10% გახდა (მაღალმთიან რეგიონებში 5%).

საქართველოს მთავრობის ახალი პროექტის - "სახელმწიფო - შენი პარტნიორის" ფარგლებში, ყველას, ვინც არის ან ვისაც სურვილი აქვს გახდეს მეწარმე ანდა ფერმერი, შეუძლია სახელმწიფო პროგრამებზე წვდომა უკვე ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღოს. მომსახურების მიღება შესაძლებელია ზუგდიდის იუსტიციის სახლში, ასევე რუხისა და ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრებში. გარდა ამისა მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.