სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ზუგდიდში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სექტორში პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ მხარდასაჭერ პროექტებზე ისაუბრეს.

"დღეს შეხვედრა ზუგდიდში ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან გვქონდა. ეს ის ხალხია, რომლებიც სასტუმროების, ან საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელები და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები არიან. შეხვედრაზე გვესწრებოდა მარიამ ქვრივიშვილი, ჩვენი გუნდის წევრი, ადამიანი, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს ტურიზმის სფეროში და რომელსაც კონკრეტული, ჩამოყალიბებული ხედვა აქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი მთლიანად საქართველოში, ზუგდიდსა და სამეგრელოში. პანდემიამ ტურიზმის სექტორს მძიმე დარტყმა მიაყენა, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ამ სექტორისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ხორციელდება", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზუგდიდის ტურისტულ პოტენციალზე და მისი განვითარების გეგმებზე ისაუბრა. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი ზუგდიდში ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა იქნება.

"ზუგდიდს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომელიც ჩვენ მოგვცემს შანსს უფრო მეტად გავზარდოთ ტურიზმი ჩვენს ქალაქში, უფრო მეტი შემოსავალი მოიტანოს და რა თქმა უნდა, მეტი დასაქმებული ადამიანი შესძინოს ზუგდიდს. ჩემს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ზუგდიდში ტურიზმის განვითარება და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების განუხრელი დაცვა დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. სამოქალაქო პასუხისმგებლობით და სახელმწიფოს მაქსიმალური მობილიზებით, ჩვენ დავძლევთ ვირუსს და ახალი ძალებით ავამუშავებთ ტურისტულ სექტორს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.