სარეკლამო მასალა
ზუგდიდში 2015-2019 წლებში 117 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2019 წლებში 117 სოციალური სახლი აშენდა. წელს დამატებით 24 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი აუშენდება.

ბენეფიციარები, რომლებმაც ახალი საცხოვრებელი სახლი მიიღეს, სპეციალური კომისიის მიერ, სპეციალურად შემუშვებული ანკეტის საფუძველზე შეირჩა. უპირატესობა კი მრავალშვილიან ოჯახებს და შშმ პირებს მიენიჭათ

კომისიის შემადგენლობაში, როგორც მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ.

"ჩვენთვის, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობაა. სოციალური უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. ზუგდიდში 117 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი ავუშენეთ. წელს დამატებით 24 ოჯახს ავუშენებთ სახლს. ეს არის იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებსაც სახელმწიფოს გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ, ეს უმნიშვნელოვანესი პროგრამაა და შემდეგშიც აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ მიზნად ვისახავთ სოციალური პროგრამების შეძლებისდაგვარად გაფართოებას, რომ ყველა სახის დახმარების საჭიროების მქონე ადამიანს მივწვდეთ და ჩვენმა თანაქალაქელებმა იგრძნონ მხარდაჭერა და მდგომარეობის  შემსუბუქება", - აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

აღნიშნული პროექტი ზუგდიდის ექსკლუზიური პროექტია, რომლისთვისაც ზუგდიდის მერიამ სპეციალური ჯილდო მიიღო. პროგრამით 117-მა ოჯახმა ისარგებლა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.