სარეკლამო მასალა
ჩხოროწყუში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ცქვიტიშვილების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პანდემიის მიუხედავად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა არ შეჩერებულა. ამჯერად დაწყებულია სოფელ ხაბუმეში, ცქვიტიშვილების უბანში 3-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

სამუშაოები რეგ.განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 777 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი გაეცნენ.

,,მიუხედავად პანდემიისა მუნიციპალიტეტში არ შეჩერებულა როგორც საგზაო, ისე სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მუნიციპალიტეტის მერია გზის მოწყობას ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში ეტაპობრივად, მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე ახორციელებს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან 75 კილომეტრი გზა რეაბილიტირდა. სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და ყველა შიდა გზა მოწესრიგდება“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.

ცქვიტიშვილების უბანში ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა.

პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.