სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი - საზოგადოებაში იგრძნობა "ქართული ოცნების" გამოკვეთილი მხარდაჭერა და ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი დღეს მოქალაქეებს სოფელ ოირემესა და ინგირში შეხვდა. შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა მმართველი გუნდის პროგრამასა და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა

"საარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ აქტიურ და პროდუქტიულ შეხვედრებს ჩვენს მოსახლეობასთან ზუგდიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში. 

ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა ოირემეში და ინგირში. ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომლებიც ადგილობრივების აზრით პრიორიტეტული უნდა იყოს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, არსებობს საკითხები, რომელსაც ჯერ კიდევ სჭირდება გადაწყვეტა, საზოგადოებას აქვს საკუთარი პოზიცია ამ საკითხებთან მიმართებით და მათი ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით ჩვენ ერთად შევძლებთ ამ საკითხების საბოლოოდ გადაჭრას. ჩვენ აქტიურ დიალოგს გავაგრძელებთ არჩევნების შემდგომაც და უკვე გადავალთ საკითხების გადაწყვეტის რეჟიმში. საზოგადოებაში იგრძნობა "ქართული ოცნების" გამოკვეთილი მხარდაჭერა და ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ. დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს ზუგდიდი თავის არჩევანს ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ გააკეთებს", - განაცხადა ჩიქოვანმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.