სარეკლამო მასალა
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ზუგდიდის სოფლების ამბულატორიებს პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა (ფოტო/ვიდეო)
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ამბულატორიებს 25 000 ლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. მედიკოსებს პერსონალური დაცვის აღჭურვილობა - სამედიცინო ნიღბები, ხელთათმანები, ხალათები, სახის დამცავი ფარები და სადეზინფექციო საშუალებები, ასევე უკონტაქტო თერმომეტრები გადაეცათ.
"აქცია მიზნად ისახავს კორონავირუსის ინფექციის პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების მხარდაჭერას სოფლების ამბულატორიებში, რათა ხელი შეეწყოს სოფლად მედიცინის მუშაკების მუშაობას უსაფრთხო გარემოში", - განმარტავენ ორგანიზატორები. აღნიშნული ღონისძიება ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

გარდა ამისა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების მენეჯერის თამარ კურტანიძის თქმით, ორგანიზაცია ზუგდიდის სკრინინგ ცენტრთან ერთად ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას შეუერთდა. 

"მსოფლიო აღნიშნავს ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს. "ვარდისფერი ოქტომბერი" - ამ კამპანიას უერთდება ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ზუგდიდის სკრინინგ ცენტრთან ერთად, რათა მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენოს ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის და სკრინინგის მნიშვნელობა, რომ დაავადების დროული გამოვლენა გადარჩენილი სიცოცხლეა. ამით კიდევ ერთხელ აღინიშნება, რომ ონკოლოგიური სიფხიზლე კორონავირუსის პანდემიის ფონზე არ კარგავს აქტუალობას, არამედ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მოსახლეობის მუდმივი განათლება ჯანსაღი ცხოვრების წესის, დაავადებათა პრევენციის და სკრინინგის შესახებ კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და ამ საქმეში დიდი მისია აკისრია ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლსაც", - აღნიშნა თამარ კურტანიძემ. 

ამასთან, ის ამბობს, რომ გრძელდება საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივებს სკრინინგული პროგრამებით სარგებლობის წესებს აცნობენ.

"ჩვენ უკვე ძალინ დიდი ხანია ვეწევით ამ საინფორმაციო კამპანიას, რაც მოიცავს სოფლებში შეხვედრას  ადგილობრივ წარმომადგენლებთან, მოსახლეობასთან ზოგადად და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე. ასევე ჩავერთოთ სკრინინგულ პროგრამებში და გაუზიაროთ ეს ინფორმაცია ჩვენს მეგობრებს, თანამოქალაქეებს და ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზეც. ათასობით ადამიანმა მოისმინა, მიიღო ეს ინფორმაცია და იმედს ვიტოვებთ რომ დროთა განმავლობაში თითოეული მოქალაქისთვის ეს თემა იქნება ასევე აქტუალური და დიდი მნიშვნელობის მქონე", - თქვა თამარ კურტანიძემ. ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში ხელმისაწვდომია სახელმწიფოს დაფინანსებით საშვილოსნოს ყელის (25-60 წლის ქალბატონებისთვის), სარძევე ჯირკვლის (40-70 წლის ქალბატონებისთვის), მსხვილი ნაწლავის (50-70 წლის მოსახლეობისთვის), პროსტატის (50-70 წლის მამაკაცებისთვის) სახელმწიფო პროგრამები. გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული გამოვლენის პროგრამაში ჩართვა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.