სარეკლამო მასალა
ზუგდიდში 343 ჰა ფართობზე ხეხილის ახალი ბაღები გაშენდა
სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა და ფერმერებზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, მიმდინარეობს არაერთი მხარდამჭერი პროექტი, რომლებმაც უკვე მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა, მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც. ერთ-ერთი ასეთი პროექტია „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხეხილის ბაღები უკვე 343 ჰა ფართობზე გაშენდა.

პროექტის მიზანია მრავალწლოვანი კულტურების გაშენების დაფინანსების გზით სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა.

თანადაფინანსება ხორციელდება ოთხი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში, ესენია: მრავალწლოვანი ბაღების, სანერგე მეურნეობებისა და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსება, აგრეთვე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსების კომპონენტი.

ფერმერებისთვის ასევე მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია „აგროდაზღვევის“ პროგრამა. აღნიშნული პროგრამა 2014 წლიდან ამოქმედდა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 6 090-მა პირმა 29 მლნ ლარზე მეტი ღირებულების მოსავალი დააზღვია.

აგროდაზღვევა მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, ფერმერებისთვის შემოსავლის შენარჩუნებასა და რისკების შემცირებას, ასევე აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას.

„დანერგე მომავლისა“ და „აგროდაზღვევის“ პროექტებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ "სოფლის განვითარების სააგენტო" ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ მოქმედებს საქართველოს მთავრობის ახალი პროექტი - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, რომლის ფარგლებშიც, ყველას, ვინც არის ანდა ვისაც სურვილი აქვს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, სახელმწიფო პროგრამებზე წვდომა შეუძლია მიიღოს უკვე ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით. მომსახურების მიღება შესაძლებელია საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი -programs.gov.ge/ka

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.