სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ჭყონდიდელის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნენ. მერის ინფორმაციით, ზუგდიდში წლის ბოლომდე ჯამში 100-ზე მეტი კეთილმოწყობილი გზა იქნება, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში გაკეთდა.

"ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად ვაგრძელებთ. წლის ბოლომდე დასრულდება ყველა ის სამუშაო, რომელიც დაწყებულია და ჯამში გვექნება 100-ზე მეტი კეთილმოწყობილი გზა, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში გაკეთდა", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებშიც. ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტირდება სასაფლაომდე მისასვლელი გზა. შამგონაში ნაფატუს უბანში მისასვლელი გზა. ანაკლიაში, დგებუაძის ქუჩის საავტომობილო გზის მონაკვეთი. ნარაზენი-შამადელას დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. ხეცერაში, იონა მეუნარგიას ქუჩაზე საავტომობილო გზა. ალერტკარში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე საავტომობილო გზა. ყულიშკარში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი გზა. საგზაო ინფრასტრუქტურა უკვე განახლდა ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.