სარეკლამო მასალა
სესხის მოთხოვნა დისტანციურად - ახალი სერვისი ტერაბანკისგან
ტერაბანკში სესხის განცხადის შევსება და აღება უკვე დისტანციურად არის შესაძლებელი. ახალი სერვისი ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ტერაბანკის ვებგვერდს www.terabank.ge-ს ეწვიონ და სესხის მოთხოვნის განაცხადი ონლაინ შეავსონ. დამტკიცების შემთხვევაში, ბანკის არსებული მომხმარებლები სესხს ინტერნეტბანკითვე გაიაქტიურებენ, ახალ მომხმარებლებს კი ფილიალში მისვლა მხოლოდ ერთხელ, თანხის მისაღებად მოუწევთ.

როგორც ტერაბანკში აცხადებენ, პანდემიით განპირობებული გამოწვევების ფონზე, დისტანციური პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება სულ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ხდება. „ჩვენ ამ სერვისზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და ბანკის ვებგვერდზე სახის ამომცნობი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრირება განვახორციელეთ. ვფიქრობთ, ეს საინტერესო ინიციატივაა როგორც მომხმარებლების, ისე თანამშრომლების უსაფრთხოებისა და კომფორტის თვალსაზრისით“, - აღნიშნავენ ტერაბანკში.

ტერაბანკისთვის დისტანციური მომსახურებების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებული პირველი მკაცრი შეზღუდვები დაწესდა, ბანკმა მომხმარებლებს ახალი, დისტანციური სერვისები შესთავაზა, მაგალითად, პლასტიკური ბარათის დისტანციურად შეკვეთა, რომელსაც მომხმარებელი სასურველ ადგილას იღებდა. ბანკი ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს და სამომავლოდაც არაერთი საინტერესო სიახლის შეთავაზებას გეგმავს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ზუგდიდის ფილიალს მისამართზე: თაბუკაშვილის N1 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.