სარეკლამო მასალა
ევროკავშირის მხარდაჭერით გრძელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა COVID-19-ით გამოწვეული ბარიერების დაძლევაში
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის „ფიფლ ინ ნიდ“-თან (PIN) თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა COVID-19-ით გამოწვეული ბარიერების დაძლევაში“, რომლის მიზანია რისკისა და საგანგებო სიტუაციებში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კუთხით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ხელშეწყობა.

საქართველოში, მაღალმთიან და სასოფლო ტიპის დასახლებებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხარისხიანი და კვალიფიციური
სოციალური და ჯანდაცვის მომსახურებების მიღება პანდემიამდე პერიოდშიც უჭირდათ, COVID-19-თან დაკავშირებული პრევენციული ზომების მიღების გამო კი,
უფრო მეტად შეიზღუდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო სერვისების მიწოდება, გართულდა გადაადგილება. პანდემიის მეორე ტალღამ კორონავირუსის
უფრო ფართო გავრცელება გამოიწვია, რამაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების იზოლაციაში დარჩენის პერიოდი საგრძნობლად გაახანგრძლივა. არაერთი
ოჯახი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა, მთავრობის მიერ დაფინანსებული სოციალური სერვისები დროდადრო წყდება, რის გამოც, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირები მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე რჩებიან.

პროექტი, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა COVID-19-ით გამოწვეული ბარიერების დაძლევაში“ აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში
მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან იმუშავებს და მათ ინდივიდუალურ მხარდაჭერასა და სერვისებს შესთავაზებს. პროექტის ფარგლებში
შექმნილი მობილური ჯგუფების შემადგენლობაში შედიან მობილობის ასისტენტი, ექთანი, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტები, რომლებიც შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებს ცხელ ხაზზე შემოსული მოთხოვნების შესაბამისად, გაუწევენ ისეთ მხარდაჭერას, როგორიცაა ტრანსპორტირება ადაპტირებული ავტომობილით, ოკუპაციური თერაპევტისა თუ ფიზიკური თერაპევტის კონსულტაციები, შერჩეული პროფესიონალების ბინაზე ვიზიტი, დახმარება გადაადგილებაში და ა.შ.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის COVID-19 სოლიდარობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში და მისი მიზანია საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრა, მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის ამაღლების ხელშეწყობა.

მობილური ჯგუფების სერვისი 2021 წლის 11 იანვარს დაიწყება და შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ანა ციცაგს, პროექტის კოორდინატორს, This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.