სარეკლამო მასალა
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში პროექტის ,,მომავალიშენზეა“ ფარგლებში, ,,სამოქალაქო ჩართულობის დღესასწაული“ გაიმართა
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში პროექტის საკომუნიკაციო კამპანიის ,,მომავალიშენზეა“ ფარგლებში, ,,სამოქალაქო ჩართულობის დღესასწაული“ გაიმართა. ღონისძიება გაცნობითი ხასიათის არაფორმალური შეხვედრით გაიხსნა, რომლის მიზანი ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოებას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის პოპულარიზაცია და წარმატებული ადგილობრივი სამოქალაქო ინიციატივების ჩართულობის მექანიზმების განხილვა იყო.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც მუნიციპალიტეტში დანერგილ მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე ისაუბრეს.

გაიმართა ადგილობრივი სოციალური საწარმოებისა და მცირე მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო ახალგაზრდა მხატვრის, გიგი სიჭინავას ნამუშევრების გამოფენა.

ცნობილმა მწერალმა დათო ტურაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „სამოქალაქო ჩართულობის როლი საზოგადოების განვითარებაში“. ასევე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ მოეწყო დათო ტურაშვილის წიგნების გამოფენა-გაყიდვა.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი (CHCA) და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF) 2018 წლიდან ახორციელებენ პროექტს „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად.“

პროექტი „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობის გაზრდა ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.