სარეკლამო მასალა
ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იმყოფება
ისრაელის ელჩს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია შეხვდნენ. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოტენციალი, თანამშრომლობის შესაძლებლობები, კულტურული ურთიერთობები და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო საგანმანათლებლო პროგრამებს.

კონსტანტინე კაკავამ და მამუკა წოწერიამ საქართველოსა და ისრაელის ისტორიულ- კულტურულ ურთიერთობებსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ისრაელის ელჩის ვიზიტი ზუგდიდში დიდი პატივია.

მამუკა წოწერიამ ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისრაელის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.

საუბარი შეეხო რეგიონის ტურისტულ პოტენციალსაც.

რან გიდორის განცხადებით, ისრაელის საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალს რეგიონში არსებულ ვითარებას. მისი თქმით, სამეგრელოს აქვს პოტენციალი, რომ მეტად განვითარდეს.

შეხვედრის დასასრულს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისრაელის ელჩს სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.

ვიზიტის ფარგლებში, რან გიდორი რამდენიმე ობიექტს ეწვევა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.