სარეკლამო მასალა
აზიური ფაროსანას საპრევენციო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის სპეციალისტებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში, ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავება დაიწყეს.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებას სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის, საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსი ლაშა შალამბერიძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია მის მოადგილესთან მაიზერ ნანავასთან ერთად დაესწრო.

სოფელ ორსანტიაში რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა იყო მობილიზებული და სპეციალური აღჭურვილობით სპეციალისტები, მავნებელის საწინააღმდეგო ღონისძიებას უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ახორციელებენ.

აღსანიშნავია, რომ მავნებელთან ბრძოლაში მოსახლეობის აქტიური ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკორდინაციო მართვის ცენტრში ფუნქციონირებს „სმს“-გზავნილების სისტემა, რომელიც მოსახლეობას 24 საათით ადრე აწვდის ინფორმაციას დაგეგმილი ღონისძიების შესახებ.

ამიტომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეები დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე „parosana.ge”-ზე და მიმდინარე წელს დაგეგმილი საპრევენციო ღონისძიებების შესახებ სრულად ინფორმირებული იქნებიან.

მავნებელის საწინააღმდეგო ღონისძიებები, მეფუტკრე-ფერმერებთან შეთანხმებით კოორდინირებულად და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ხორციელდება.

პროცესში აქტიურად ჩართულია ადგილობრივი თვითმმართველობა. თერმული ნისლით დამუშავება ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორციელდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.