სარეკლამო მასალა
ზუგდიდი პროექტში "საქართველოს რეგიონებისა და თემების გადასვლა მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ" მონაწილეობს
ზუგდიდი პოლონეთი-საქართველო UNIDO-ს პროექტში "საქართველოს რეგიონებისა და თემების გადასვლა მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ" მონაწილეობს. პროექტის ფარგლებში, დღეს შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა. 

პოლონეთის განახლებადი ენერგიის ინსტიტუტისა და ენერგოეფექტურობის ცენტრის  წარმომადგენლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, საინვესტიციო პროექტების და დონორებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი  მარიკა ხასია და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ  ჯიქია შეხვდნენ. 

აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოს ხუთ ქალაქში( ჩოხატაური, გორი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი)  მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა და მზის ფოტოელექტრული  სისტემების დანერგვა მუნიციპალური ეკონომიკის დონეზე. 

მერმა პოლონელებს პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დაისახება  ეფექტური ღონისძიებები პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.  

პროექტი ფოკუსირებულია საქართველოს ხუთ ქალაქში - ჩოხატაურში, გორში, ქუთაისში, ფოთში და ზუგდიდში PV ინვესტიციების განხორციელების საპროექტო ფაზის მხარდაჭერაზე. ღონისძიებების მიზანია საზოგადოებრივ შენობებზე (ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე) განლაგებული PV ინვესტიციების 12 ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თემების ენერგეტიკული გარდაქმნის  დაჩქარებას. აგრეთვე შემუშავდება საქართველოს თემებზე მორგებული დაფინანსების ინოვაციური მექანიზმები (მაგ. მცირე პროექტების გაერთიანება "ბანკებისთვის მისაღებ" საინვესტიციო პაკეტებში).
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.