სარეკლამო მასალა
ზუგდიდში აბილიტაციის პროგრამაში დამატებით აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე 20 ბავშვი ერთვება
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის აბილიტაციის პროგრამაში დამატებით 20 მომლოდინე ბავშვი ჩაერთვება. აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული იყო 85 ბავშვის თანადაფინანსება. 20 ბავშვი კი მომლოდინეთა სიაში ირიცხებოდა.

საკრებულოს წევრ ოთარ ქადარიას ინიციატივით, დამატებითი თანხების მობილიზების შემთხვევაში, პრიორიტეტი მომლოდინე ბავშვების აბილიტაციის პროგრამაში ჩართვა უნდა ყოფილიყო, რაც საკრებულოს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსის ნინო სხულუხიას ინფორმაციით, ცვლილება შეეხო სხვა პროგრამებსაც.

ონკოლოგიური პაციენტებისთვის გაიზარდა ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება და ის 400 ლარი იქნება, ნაცვლად 250 ლარისა.

ცვლილება შევიდა ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამაშიც. სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის მატერიალური დახმარების ქვეპროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი (შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე და სხვა) ბავშვის ყოველთვიურად 30-ლარიან (თითო ბავშვზე) ფულად დახმარებას, 50 ლარი ხდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.