სარეკლამო მასალა
საჯარო დისკუსია ქალთა ფონდ „სოხუმში“
„ყველა ფემიციდის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში, ქალთა ფონდ „სოხუმის“ ორგანიზებით, საჯარო დისკუსია/კონფერენცია გაიმართა, რომელსაც 180-მდე მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის დასავლეთ საქართველოს 16 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, სოციალური სააგენტოების, იურიდიული სამსახურების, ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წევრები, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, მანდატურის სამსახურის, რესურს ცენტრების და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე ფონდ "სოხუმის" სხვადასხვა პროექტების ქალთა/ახალგაზრდული ჯგუფები და ჟურნალისტები.

რა ინსტრუმენტები და პერსპექტივები აქვს სახელმწიფოს ქალთა მიმართ ძალადობის და ფემიციდის წინააღმდეგ - ამ თემაზე მოხსენებები გააკეთესპარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოდან ანა ნაცვლიშვილმა, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა ანა ფაჩუაშვილმა, სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანა ლობჟანიძემ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან ინდირა რობაქიძემ და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სახელით (NALAG) ნათია ღვინაშვილმა.

ფემიციდის შემაშფოთებელი სტატისტიკიდან გამომდინარე, გამოსვლების ძირითად ნაწილში, მთავარი აქცენტი საერთო განათლების პოლიტიკაზე გაკეთდა, რაც მოზარდისთვის მცირე ასაკიდან „თანასწორობის შესახებ“ მეტი ინფორმაციის სწორად და ინტენსიურად მიწოდებას გულისხმობს. ასევე, გულისხმობს ღია საუბრებს თაობებს შორის გენდერული კულტურის დამკვიდრებაში.

ონლაინკონფერენციის მეორე პანელით შეხვედრის ორგანიზატორებმა, ფემიციდის პრევენციაზე ღია დისკუსიაში დამოუკიდებელი ექსპერტების და სამოქალაქო სექტორის ხედვა და ინიციატივები წარმოადგინეს.

ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე პროფესიული ანალიზით გოგა ხატიაშვილმა, თამარ ლუკავამ, ნანა თოდუამ, ნათია კიკვაძემ და ლინდა ჩიხლაძემ ისაუბრეს, რომელთა სპეციალიზაციაც სწორედ ფემიციდის გამომწვევ მიზეზებზე სკურპულოზური მუშაობაა. დამოუკიდებელი ექსპერტის, გოგა ხატიაშვილის მოსაზრებით - „გამოსავალი ერთია, მოვუსმონით ყველას!“

საჯარო დისკუსიის/კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს ყველა იმ ინსტიტუციურ ნაკლზე, რომელსაც ქვეყანა და საზოგადოება სავალალო შედეგამდე მიყავს და სახელმწიფო ინსტრუმენტების გაუმჯობესებაზეც გამოთქვეს კონკრეტული წინადადებები, რომლებიც ქალთა ფონდ „სოხუმის“ მიერ, რეკომენდაციების ფორმატით შესაბამის სტრუქტურებს მიეწოდება.

ქალთა ფონდ „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია/კონფერენცია, კიდევ ერთი მცდელობაა, საერთო პრობლემის მოგვარების გზებზე, ერთ დემოკრატიულ სივრცეში და ერთ ენაზე ილაპარაკოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.









Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 7 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.