სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მერიისა და ტექნოპარკის თანამშრომლობით ანაკლიაში პირველი ტექნოლოგიური ბანაკი ჩატარდა
პირველი ტექნოლოგიური ბანაკი ანაკლიაში, რომელიც ზუგდიდის მერიისა და ზუგდიდის ტექნოპარკის თანამშრომლობით შედგა, დასრულდა.

ბანაკში მონაწილეობას იღებდა 50 ახალგაზრდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან, რომლებიც 1 კვირის განმავლობაში თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ. მონაწილეები აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ სტარტაპ იდეებით, რომელიც ბანაკის განმავლობაში ნასწავლ თემებს მოიცავდა.

იდეების დასახვეწად გუნდებს აქტიურად უტარდებოდათ მენტორინგი და კონსულტაციები. დემო დღეზე, სტარტაპ იდეა წარადგინა ათმა გუნდმა. გამარჯვებული გახდა გუნდი Aceup, რომელმაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღო 2 000 ლარი ჯილდოს სახით.

ღონისძიებას ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.

ზუგდიდის მერმა ბანაკის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ბანაკი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.

„ანაკლიაში ჩატარდა პირველი ტექნოლოგიური ბანაკი, ეს გახლავთ GITA-ს, ზუგდიდის ტექნოპარკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტი, რომელიც ემსახურება ჩვენი ახალგაზრდების თანამედროვე სისტემებისა და ციფრული საინფორმაციო ტექნოლოგიების ცნობადობის ამაღლებას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა მიიღეს საკმაოდ ნაყოფიერი ცოდნა ამ მიმართულებით.

რაც მთავარია, თითოეულმა გუნდმა წარმოადგინა საკმაოდ საინტერესო იდეა და პროტოტიპი, რომლებიც ტექნოლოგიების გამოყენებას სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მიმართულებით მოიცავდა. გვყავს ერთი გამარჯვებული, რომელსაც გადაეცა 2000-ლარიანი ვაუჩერი, რათა მოახდინოს მისი იდეის და პროექტის კომერციალიზაცია. ეს ბანაკი ყოველწლიურად გაგრძელდება და ახალგაზრდებს მუდმივად მივცემთ შესაძლებლობას გაიღრმაონ ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით და რაც მთავარია, პრაქტიკაში დანერგონ“-აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

ბანაკის განმახორციელებელია: Clevertone • ქლევერტონი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.