სარეკლამო მასალა
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების ინიციატივები და ასოციაცია ”იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის მხარდაჭერთი განხორციელებული პროექტები (ფოტო/ვიდეო)
გზის მოხრეშვა, ამბულატორიული ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა, მოედნის განათება - ეს ის პროექტებია, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სამ სოფელში ქალების საინიციატივო ჯგუფებმა წარადგენეს და ასოციაცია „იმედი’’ დევნილ ქალთა მოძრაობის მშვიდობისათვის“ დახმარებით განახორციელეს კიდეც.

სოფელ ხურჩაში ცისანა დარასელია დევნილობის შემდეგ ცხოვრობს. აფხაზეთშიც საბავშვო ბაღში მუშაობდა და ახლა ხურჩის საბავშვო ბაღის გამგეა. დეტალურად იხსენებს და ყვება იმ სირთულეებზე, რომლებიც დღევანდლამდე სოფელთან ერთად გამოიარა. იაპონიის ელჩისგან მიიღო პირობა, რომ ბაღის ფუნქციონირებაში დაეხმარებოდა, საბოლოოდ კი საელჩოსთან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ბაღი აშენდა, თუმცა დარჩა გზის პრობლემა. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ საინიციატივო ჯგუფი შექმნეს და აღნიშნულ ასოციაციას მიმართეს.

„მათთან დავტრენინგდით, მათი ხელშეწყობით, თანადგომით გადაწყდა, რომ პროექტი დავწერე და დაფინანსდა. ხურჩის გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია ასოციაცია „იმედის“ თანადგომით. ადრეც მქონდა გაგებული მათზე, რომ აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საქმეში, ქალების გააქტიურებაში... დამიდგნენ გვერდით და მათი გუნდის მხარდაჭერით განხორციელდა ეს პროექტი, რამაც დიდი სიხარული და მადლიერება გამოიწვია სოფლის მოსახლეობაში“, - გვიყვება ცისანა დარასელია.
ციცინო ბიბლაია, წლებია, სოფლის გააქტიურებისა და გაძლიერებისთვის სხვადასხვა საქმიანობაშია ჩართული. მან გარშემო თანასოფლელი ქალები შემოიკრიბა და მათთან ერთად სოფელ კოკის განვთარებისთვის ყოველდღიურად შრომობს. ერთ-ერთი ბოლო აქტივობა ამბულატოორიული ცენტრის თანამედროვე ტექნიკური აპარატურით აღჭურვას უკავშირდება. ციცინომ საინიციატივო ჯგუფთან ერთად განაცხადი ასოციაცია „იმედი’’ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის კონკურსში შეიტანა და გამარჯვებულიც გახდა.

„ერთ-ერთი გამორჩეული პრობლემა, რაც მოსახლეობასთან შეხვედრით გამოიკვეთა, ჩვენი თემის ამბულატორიული ცენტრის თანამედროვე ტექნიკური აპარატურით აღჭურვის საკითხი იყო. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი და ამ საინიციატივო ჯგუფმა საპროექტო განაცხადი წარადგინა ასოციაციაში. აი, ამ ბრწყინვალე ორგანიზაციის დამსახურებაა, რომ ჩვენი თემის ამბულატორია უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიითაა აღჭურვილი“ , - თქვა ციცინო ბიბლაიამ.
ასოციაცია „იმედი’’ დევნილ ქალთა მოძრობა მშვიდობისთვის, რომ ქალების გვერდითაა და ეფექტურად მუშაობს მათი ხელშეწყობისა და განვითარებისთვის, ამის შესახებ სოფელ რიყეს საინიციატივო ჯგუფის წევრი მარიამ გოგია საუბრობს. ის ხაზს უსვამს, რომ ახალგაზრდებისა და ქალების მოაწილეობა სოფლის განვითარებაში აუცილებელია.
„ამას ადასტურებს მიმდინარე პროექტი და ჩვენ მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წინანადების მხარდაჭერა. რიყეში სწორედ მათი ძალისხმევით გავხსენით განათებული მოედანი და აქ უკვე ფეხბურთის ტურნირიც დაიგეგმა. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად მუშაობს თემში ქალებისა და ახალგაზრდების განვითარებისთვის“, - დასძენს გოგია.

ასოციაციის „იმედი’’ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის ხელმძღვანელი ქრისტინა კილანავა განმარტავს, რომ მიმდინარე პროექტის ფარგლებში მათი ერთ -ერთ მიზანი ადგილობრივ დონეზე ქალების შესაძლებლობების გაძლიერება იყო.

„იგპ -თა და გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, ქალებსა და ახალგაზრდებზე აქცენტით, პროექტის ფარგლებში საინიციატივო ჯგუფები შეიქმნა სამიზნე სოფლებში და ქალთა და ახალგაზრდების მიერ წარდგენილ წინადადებებს ადვოკატირება გაეწია. ჩვენს გუნდს სჯერა, რომ ქალებს და ახალგაზრდებს აქვთ ლიდერობის და პოზიტიური ცვლილებების გამოწვევის ძალა ადგილობრივი პრობლემების ადვოკატირებისა და მოგვარებისათვის. პროექტის ფარგლებში მინი გრანტების გაცემით ხელი შევუწყეთ ქალებს და ახალგაზრდებს საკუთარი ინიციატივების განხორციელებაში. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქალები და ახალგაზრდები აქტიურად ახდენენ საკუთარი იდეების და საჭიროებების ინიცირებას და ადვოკატირებას. მათ მიერ გაზიარებული წარმატების მაგალითები, ამაღლებს თემის წევრების მოტივაციას, იყვნენ აქტიურები. საინფორმაციო კამპანია და ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეო რგოლი სწორედ ამ მიზანს ემსახურება,” - უთხრა რადიო "ათინათს" ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა ხელმძღვანელმა ქრისტინა კილანავამ.

,,პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა ტრენინგების ციკლის - „თვითმმართველობის საქმიანობებში მოქალაქეების ჩართულობის მექანიზმები’’, „ადვოკატირება და თემის მობილიზაცია“, „ლიდერობა„ შედეგად მომზადებულმა ქალებმა შექმნეს საინიციატივო ჯგუფები, რომლებმაც გამოავლინეს თემისთვის პრიორიტეტული საჭიროებები. ასოციაცია „იმედმა“ ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეარჩია სამი წარმატებული წინადადება და გაუწია ფინანსური მხარდაჭერა’’, - აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა ლეილა ქურსუამ.

ასოციაცია „იმედი’’ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ახორციელებს პროექტს „მოქალაქეთა თანაბარი მონაწილეობის ხელშწყობა ადგილობრივ თვითმმართველობის საქმიანობებში“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან პარტნიორობით. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიერ.

სტატია მომზადებულია ასოციაცია "იმედი დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის" დაკვეთით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.